ნეტგაზეთი | კვირიკაშვილი: აქცენტი უნდა იყოს მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე და არა გამოცდებზე კვირიკაშვილი: აქცენტი უნდა იყოს მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე და არა გამოცდებზე – Netgazeti
RU | GE  

კვირიკაშვილი: აქცენტი უნდა იყოს მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე და არა გამოცდებზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მასწავლებელთა საკვალიფიკაციო გამოცდები არ უნდა იყოს სადამსჯელო ინსტრუმენტი და მეტი აქცენტი კვალიფიკაციის ამაღლებაზე უნდა გაკეთდეს.

გიორგი კვირიკაშვილმა დმანისში მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“გაცილებით მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს თვითონ კვალიფიკაციის ამაღლების პროცესზე, ვიდრე გამოცდებზე. არ შეიძლება, ტერორიზებული გყავდეს მთელი მასწავლებელთა კორპუსი – ის ადამიანები, რომლებმაც ძალიან რთულ პერიოდში გამოატარეს ჩვენი მომავალი თაობა და ძალიან ღირსეულად დაიცვეს თავიანთი პროფესიული ღირსება. ამიტომ ვფიქრობ, რა თქმა უნდა, გამოცდები საჭიროა, მაგრამ ეს არ უნდა იყოს სადამსჯელო ინსტრუმენტი და არ შეიძლება, ეს ხალხი ფსიქოლოგიურ ტერორში ვამყოფოთ. საჭიროა მეტი აქცენტის გაკეთება მომზადებაზე, კვალიფიკაციის ამაღლებაზე და არა – გამოცდებზე”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი