ახალი ამბები

თავდასხმა თურქეთში, ქორწილის დროს: ათობით დაღუპული და ასამდე დაშავებული

21 აგვისტო, 2016 • 1642
თავდასხმა თურქეთში, ქორწილის დროს: ათობით დაღუპული და ასამდე დაშავებული

თურქეთის ქალაქ გაზიანთეფში, ქორწილის დროს, აფეთქების შედეგად სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა და 100-მდე დაშავდა. ინფორმაციას რეგიონის გუბერნატორზე დაყრდნობით BBC ავრცელებს.

ბრიტანული გამოცემის ცნობით, თურქეთის მთავრობის წარმომადგენლები აფეთქებას ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს უკავშირებენ, თუმცა მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.

გაზიანთეფი სირიის საზღვართან 64 კმ-ის მოშორებით მდებარეობს, სადაც თვითმკვლელმა ტერორისტმა მაისში ორი პოლიციელი მოკლა.

თურქეთის ტერიტორიაზე 2015-2016 წლების განმავლობაში რამდენიმე აფეთქება და თავდასხმა მოხდა. 8 თავდასხმიდან 4 შემთხვევაში მომხდარზე პასუხისმგებლობა აიღო ქურთულმა მილიტარისტულმა დაჯგუფება “ტაკმა” (TAK), 1 შემთხვევაში – “ისლამურმა სახელმწიფომ”. 3 შემთხვევაში კი მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია, თუმცა ამ შემთხვევებშიც “ისლამურ სახელმწიფოს” ადანაშაულებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი