“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია წინასაარჩევნო პერიოდის მნიშვნელოვან ნაწილს ზუგდიდში გაატარებს.
“ირაკლი ალასანიას პირადი პოზიციაა, რომ მისი ადგილზე ყოფნა სამეგრელოში და კონკრეტულად ზუგდიდში მნიშვნელოვანია. ეს განპირობებულია იმით, რომ ჯერ ერთი, მისი მშობლიური კუთხეა ზუგდიდი, მეორე მხრივ, მოგეხსენებათ, ახალაიების კლანი როგორ თავგასულად მოქმედებს სამეგრელოში და სწორედ ამიტომ, საარჩევნო პერიოდში სამეგრელოში და, კონკრეტულად, ზუგდიდში გაატარებს წინასაარჩევნო პერიოდის მნიშვნელოვან ნაწილს “თავისუფალი–დემოკრატებისა” და კოალიცია ”ქართული ოცნების” ერთ–ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” “თავისუფალი დემოკრატების” პრესმდივანმ ვაკო ავალიანმა.
მისივე თქმით, ზუსტად როდის გადავა ალასანია სამეგრელოში გრძელვადიანად, უცნობია.
“ის ზუგდიდშია თითქმის ყოველ მეორე კვირას, მაგრამ ზუსტად როდის გადავა გრძელვადიანად, ეს დაზუსტებული არაა. ისედაც, მისი სამუშაო დროის დიდი ნაწილი სწორედ სამეგრელოს უკავშირდება. სიახლე მაგ კუთხისთვის არ იქნება, რომ ალასაინი იქ იქნება იმიტომ, რომ ალასანია ისედაც იქ არის პერმანენტულად. უბრალოდ, ახლა ექნება უფრო ინტენსიური ხასიათი მის იქ ყოფნას”, – აცხადებს ავალიანი.
