ახალი ამბები

საატესტატო გამოცდების საცდელი ტესტირება დაიწყო

6 აპრილი, 2012 •
საატესტატო გამოცდების საცდელი ტესტირება დაიწყო

დღეიდან 13 აპრილის ჩათვლით საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 170–მდე სკოლაში საატესტატო გამოცდების საცდელი ტესტირება ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საატესტატო გამოცდების საცდელ ტესტირებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე და სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი თბილისის მე-60 საჯარო სკოლაში აკვირდებოდნენ.

ტესტირებას მე–12 კლასელები ისეთ გარემოში გადიან, როგორიც საატესტატო გამოცდაზე ექნებათ.

2011–2012 სასწავლო წლის ბოლოს საატესტატო გამოცდები, რვა საგანში, ე.წ. ,,CAT”-ის ტიპის საგამოცდო მოდელით ჩატარდება.

“ყველა სკოლა ტექნიკურად გამართულია და მზად არის გამოცდების ჩასატარებლად. 2011-2012 სასწავლო წლის გამოსაშვები გამოცდები ხარვეზების გარეშე და მაღალ დონეზე წარიმართება”, – აღნიშნულია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი