მათივე ინფორმაციით, საატესტატო გამოცდების საცდელ ტესტირებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე და სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი თბილისის მე-60 საჯარო სკოლაში აკვირდებოდნენ.
ტესტირებას მე–12 კლასელები ისეთ გარემოში გადიან, როგორიც საატესტატო გამოცდაზე ექნებათ.
2011–2012 სასწავლო წლის ბოლოს საატესტატო გამოცდები, რვა საგანში, ე.წ. ,,CAT”-ის ტიპის საგამოცდო მოდელით ჩატარდება.
“ყველა სკოლა ტექნიკურად გამართულია და მზად არის გამოცდების ჩასატარებლად. 2011-2012 სასწავლო წლის გამოსაშვები გამოცდები ხარვეზების გარეშე და მაღალ დონეზე წარიმართება”, – აღნიშნულია განცხადებაში.
