ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი ავრცელებს სპეციალურ განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ 3 აპრილს რამოდენიმე ქართულმა საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომელშიც საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერიას რადიოსადგურ “ეხო მოსკვისთვის” მიცემულ ინტერვიუს (2 აპრილი, 2011) არასწორი ციტირება მოხდა. საკითხში მეტი სიცხადის შეტანის მიზნით, მიზანშეწინილად ვთვლით, გამოვაქვეყნოთ ინტერვიუს ეს ფრაგმენტი სრულად:
ე.კოტრიკაძე: თქვენი აზრით, რამდენად არსებობს ომის საფრთხე, რუსულ-ქართული ომის განმეორების?
გ.ბოკერია: ვფიქრობ, რომ მრავალი საერთაშორისო ფაქტორის გამო, ამ მომენტში არ არსებობს წინაპირობები, რომ ეს მუქარა მყისიერად განხორციელდეს. მე არა მაქვს საფუძველი, ვიფიქრო, რომ რუსეთის მხრიდან გადადგმული იქნება რაიმე იმანენტური, სრულმაშტაბიანი ნაბიჯები. მაგრამ სამწუხაროდ, მათ აქვთ განზრახვა, ბოლომდე მიიყვანონ დაწყებული „საქმე“. 2008 წელს მათ ეს „საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანეს“… საქართველო აგრძელებს სწორედ იმ კურსს, რომელიც რუსეთის მხრიდან აგრესიის მიზეზი გახდა. ეს არის სუვერენული და დამოუკიდებელი არსებობის, ევრო-ატლანტიკურ თანამეგობრობაში ინტეგრაციის, მათ შორის ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის კურსი. თუმცა, სამწუხაროდ, რასაც ჩვენ ვხედავთ მოსკოვის მხრიდან, და ვიდრე არსებობს ქართველი ხალხის ნების ასეთი გამოხატვა და ამ ნების შემსრულებელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, რუსეთის ხელისუფლებასთან პრობლემა იქნება. ამდენად, სამწუხაროდ, საერთოდ ასეთი საფრთხის გამორიცხვა არ შეიძლება. საქართველოს პერსპექტივების მთავარ საფრთხედ რუსეთის სამხედრო მუქარა რჩება იმის გამო, რომ ჩვენთან საქართველოს ტერიტორიაზე მილიტარიზაცია და სამხედრო ინფრასტრუქტურის გაღრმავება გრძელდება. იმის გამო, რომ სექტემბერში სამხედრო წვრთნები იგეგმება.
პრესცენტრის განცხადებაში, ასევე აღნისნულია, რომ 2011 წლის 23 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, რომელიც საქართველოს წინაშე არსებულ საფრთხეებს, რისკებსა და გამოწვევებს შორის რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტრიის ოკუპაციას და ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის მიერ ორგანიზებულ ტერორისტულ აქტებს, ასევე რუსეთის მხრიდან ახალი სამხედრო აგრესიის რისკს განსაზღვრავს. ამასთანავე, როგორც ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია აღნიშნავს, უახლოეს მომავალში ფართომასშტაბიანი მოქმედებების განახლების საფრთხე არ არსებობს.