ახალი ამბები

სესიაშვილი: ბურჭულაძე-ახალი არჩევანის გაერთიანება ამომრჩეველს გადაწყვეტილების მიღებას გაუმარტივებს

18 აგვისტო, 2016 • 1593
სესიაშვილი: ბურჭულაძე-ახალი არჩევანის გაერთიანება ამომრჩეველს გადაწყვეტილების მიღებას გაუმარტივებს

ქართული ოცნების წევრი, ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ ბურჭულაძე – ვაშაძე – ჯაფარიძე – ახალი მემერჯვენეების გაერთიანებით ამომრჩეველს გადაწყვეტილების მიღება გაუადვილდება, რადგანაც, მისი თქმით, ეს პარტიები ნაციონალური მოძრაობის იდეოლოგიას იზიარებენ.

“თუ ეს ძალები  გაერთიანდებიან, ვინც წინა ხელისუფლების, ნაციონალური მოძრაობის ერთგვარ პოლიტიკურ იდეოლოგიას იზიარებენ  და იმ წარსულზეც აგებენ პასუხს და იღებენ პასუხისმგებლობას, ეს უფრო მარტივი იქნება ამომრჩევისთვის, რომ გადაწყვეტილება მიიღონ,”- განაცხადა ირაკლი სესიაშვლმა 18 აგვისტოს.

დღეს, 18 აგვისტოს, პარტია “სახელმწიფო ხალხისთვის” ოფისში მოლაპარაკებები მიმდინარეობს საარჩევნო ბლოკის შექმნაზე მანამდე შექმნილ ბლოკთან “ახალი არჩევანი”, რომელშიც ახალი მემარჯვენეები, ვაშაძის პარტია “ახალი საქართველო” და პოლიტიკური პლატფორმა ” გირჩი” არიან გაერთიანებული. პარტიები თავიანთ გადაწყვეტილებას 18 აგვისტოს, 18.00 საათზე გამოაცხადებენ.

17 აგვისტოს საღამოს საარჩევნო ბლოკ “ახალი არჩევანის” ლიდერებმა საარჩევნო ბლოკის შექმნა საჯაროდ შესთავაზეს პაატა ბურჭულაძის პარტიას.


 

მოვლენების განვითარების მოკლე ქრონოლოგია:

  • 2016 წლის 5 აგვისტოს “გირჩი”, “ახალი საქართველო” და “ახალი მემარჯვენეები” 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის  გაერთიანდნენ და საარჩევნო ბლოკი “ახალი არჩევანი” შექმნეს;
  • ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ 2016 წლის მაისში დატოვა პარტია ენმ და  5 ივნისს პოლიტიკური პლატფორმა “ახალი საქართველო” დააარსა;
  • 2015 წლის მაისში ნაციონალური მოძრაობა დატოვეს დეპუტატებმა ზურაბ ჯაფარიძემ, პავლე კუბლაშვილმა, გოგა ხაჩიძემ და გიორგი მელაძემ და  პოლიტიკური გაერთიანება  “გირჩი” დააარსეს;
  • ცნობილმა საოპერო მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ 2016 წლის 28 მაისს დააფუძნა პარტია “სახემლმწიფო ხალხისთვის”.
  • ბლოკში “ახალი არჩევანი” გაერთიანებული ყველაზე ძველი პარტია არის “ახალი მემარჯვენეები” — მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია, რომელიც 2000 წელს ფრაქციის სახით შეიქმნა საქართველოს პარლამენტში. 2001 წელს “ახალი ფრაქციის”, “ახალი მოძრაობისა” და “ახალი კონსერვატორების” ბაზაზე შეიქმნა პოლიტიკური გაერთიანება “ახალი მემარჯვენეები”, რომლის თავმჯდომარედაც ლევან გაჩეჩილაძე აირჩიეს, თანათავმჯდომარედ — დავით გამყრელიძე. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ახალმა მემარჯვენეებმა” ხმათა 1%-იც ვერ დააგროვა, რის გამოც პარტია დატოვა ლიდერმა – დავით გამყრელიძემ. 2013 წლის იანვრიდან პარტიის თავმჯდომარე იყო ფიქრია ჩიხრაძე – ამჟამად საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი. 2015 წლის ოქტომბერში კი “ახალი მემარჯვენეების” თავმჯდომარედ მამუკა კაციტაძე აირჩიეს

მასალების გადაბეჭდვის წესი