ახალი ამბები

ნატა ფერაძის შიმშილობის მეორე დღე თბილისის მერიასთან

18 აგვისტო, 2016 • 1942
ნატა ფერაძის შიმშილობის მეორე დღე თბილისის მერიასთან

“პარტიზანული მებაღეობის” წევრი ნატა ფერაძე უკვე მეორე დღეა თბილისის მერიის შენობის წინ შიმშილობს.

ნატა ფერაძემ თბილისის მერიასთან შიმშილობა მას შემდეგ დაიწყო, რაც 17 აგვისტოს ალ.ყაზბეგის 24 ნომერში ხეები გაჩეხეს.

ნატა ფერაძე მოითხოვს, ყველა იმ პირის დასჯას, ვინც 17 აგვისტოს ყაზბეგის 24 ნომერში ხეების გაჩეხვაში მონაწილეობდა: “საღი ხე თუ მოიჭრა ეს იქნება სისხლის სამართლის საქმე და საღი ხე ნამდვილად მოიჭრა, ამიტომ უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, თუ ვინ ჩაიდინა ეს დანაშაული.”

“პარტიზანული მოძრაობა თბილისის” წევრები მოითხოვენ ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსისა და მოადგილის გადადგომასა და ამ სამსახურის პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებას.

“შიმშლობის გარეშე და მოლაპარაკებებით ვერ გავხდით ვერანაირ პოზიტიურ ცვლილებას და რადიკალური ზომა გახდა იმისთვის საჭირო, რომ რაღაც ცვლილებები შევიტანოთ. “- აცხადბეს ფერაძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

“მოლოდინი არის რადიკალური და მანამ შედეგს არ მივაღწევთ გაგარძელდება ჩემი შიმშლობა და ასევე, ჩემი მეგობრებიც შემომიერთდებიან, თუ ნახეს რომ დიდი ხანი გაიწელება მათი სიჩუმე. აქამდე არავინ გამოსულა ჩვენთან კონტაქტზე. დღეს შეგვაქვს პროკურატურაში გუშინდელ შემთხვევაზე სარჩელი. სარჩელის შედგენაში დაგვეხმარა “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”. “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას” დამოუკიდებლად შეაქვს სარჩელი. ასევე დაგვეხმარა არასამთავრობო ორგანიზაცია “ინიციატივა საჯარო სივრცისთვის” და აგრეთვე, ალექსანდრე ელისაშვილთან ერთად ვიწყებთ საკანონმდებლო ცვლილებზე მუშაობას. უნდა გავეცნოთ კანონმდებლობას და ცოტა ხანში წარვადგენთ ინიციატივას პარლამენტში. სასარგებლო ინიციატივას, რომ არ იყოს ასე მარტივი ხეების მოჭრა.”-აცხადებს ფერაძე.

ყოფილი სისხლის გადასხმის ინსტიტუტის ტერიტორიაზე იგეგმება ორი მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა, რომლის გამოც, შესული განაცხადის საფუძველზე, მერიის გამწვანების სამსახურმა 45 ხის გაჩეხვაზე გასცა ნებართვა. მერიის გამწვანების სამსახურის უფროსის ნინო სულხანიშვილის ცნობით, მხოლოდ დაავადებული ხეების გაჩეხვაზე გასცეს ნებართვა, თუმცა,  როგორც ფერაძე “ნეტგაზეთთან” საუბარში აღნიშნავს, მოჭრილია რამდენიმე საღი ხე, მათ შორის ვერცხლისფერი ნაძვი.

ნატა ფერაძის შიმშილობა მერიასთან. ფოტო: გიორგი დიასამიძე

ნატა ფერაძის შიმშილობა მერიასთან. ფოტო: გიორგი დიასამიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი