მიხეილ სააკაშვილი დღეს, 3 აპრილს ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდება, რის შემდეგაც მიხეილ სააკაშვილი და ანდერს ფოგ რასმუსენი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
ქართული მხრიდან ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას ასევე დაესწრებიან: საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თორნიკე გორდაძე და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ნატო-ში გეგა მგალობლიშვილი. ნატო-ს მხრიდან სხდომაში მონაწილეობას მიიღებენ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდერ ვერშბოუ, ნატოს სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი და ნატო-ს უსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დირკ ბრენგელმანი.