ნეტგაზეთი | ფანჯიკიძე: რეგიონებში “ქართული ოცნების” მომხრეებზე თავდასხმები გახშირდა ფანჯიკიძე: რეგიონებში “ქართული ოცნების” მომხრეებზე თავდასხმები გახშირდა – Netgazeti
RU | GE  

ფანჯიკიძე: რეგიონებში “ქართული ოცნების” მომხრეებზე თავდასხმები გახშირდა

მაია ფანჯიკიძის თქმით, ქუთაისში, თეთრ ხიდთან “ქართული ოცნების” ერთ-ერთ აქტივისტს, ბუბა ჩივაძეს თავს დაესხნენ ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები და “ქართული ოცნების” გაზეთები, რომლებიც თან ჰქონდა ჩივაძეს, მდინარე რიონში გადაყარეს.

“ქართული ოცნების” პრეს-სპიკერის, მაია ფანჯიკიძის თქმით, რეგიონებში “ქართული ოცნების” ოფისების გახსნასთან ერთად, იზრდება ხელისუფლების ნერვიულობა და ამის გამოხატულებაა ის, რომ იმატა “ქართული ოცნების” მომხრეებზე თავდასხმებმა.

ფანჯიკიძის თქმით, ასეთი შემთხვევები გასულ კვირას დაფიქსირდა ახმეტასა და ქუთაისში:

“ახმეტის ოფისის გახსნიდან მეორე დღეს “ქართული ოცნების” 20-მდე აქტივისტს მიაკითხეს პოლიციის თანამშრომლებმა, ისინი ცდილობდნენ დაშინების გზით შეეკავებინათ “ქართული ოცნების” აქტივისტების ქმედებები.”

მაია ფანჯიკიძის თქმით, ქუთაისში, თეთრ ხიდთან “ქართული ოცნების” ერთ-ერთ აქტივისტს, ბუბა ჩივაძეს თავს დაესხნენ ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები და “ქართული ოცნების” გაზეთები, რომლებიც თან ჰქონდა ჩივაძეს, მდინარე რიონში გადაყარეს.

“თავდამსხმელებს შორის იყვნენ: ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის წამყვანი სპეციალისტი ვასილ ხარაბაძე, მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის განყოფილების თანამშრომელი გიორგი ხარაზიშვილი, საგანგებო სიტუაციების თანამშრომელი ლევან სალარიძე და გიორგი მებურიშვილი”, – აცხადებს მაია ფანჯიკიძე.

მისივე თქმით, ზეწოლის მიუხედავად, მაინც გრძელდება რეგიონებში “ქართული ოცნების” ოფისების გახსნა. ამ კვირაში ოფისები წალნეჯიხაში, ტყიბულსა და სამტრედიაში გაიხსნება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ოთო დალაქიშვილი