ახალი ამბები

ქართველების პირველი ოქრო რიოში – ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონია

17 აგვისტო, 2016 • 3859
ქართველების პირველი ოქრო რიოში – ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონია

ძალოსანი ლაშა ტალახაძე რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონია, მან საქართველოს 2016 წლის ოლიმპიადაზე პირველი ოქროს  მედალი მოუტანა.

22 წლის ახალგაზრდა ქართველმა ძალოსანმა ორივე მოძრაობაში სამივე ცდა გამოიყენა და ატაცში 215 კგ, აკვრაში კი 258 კგ დააფიქსირა. ტალახაძის მაჩვენებელი ორჭიდის ჯამში ახალი მსოფლიო და ოლიმპიური რეკორდია.

საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას ამ ეტაპისათვის უკვე 5 მედალი – 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 3 ბრინაჯო აქვს მოპოვებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი