საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის მეუღლის, ნინო ანანიაშვილის კუთვნილი ვენახის 70% წინანდალში დაიწვა. ინფორმაციას ამის თაობაზე კახეთის საინფორმაციო ცენტრი (ICK) ავრცელებს.
თელავის სახანძრო-სამაშველო სამსახურის სპეციალისტი ვაჟა მთვარელიშვილი კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში აცხადებს, რომ ანანიაშვილს წინანდალში 60 ჰექტარი ვენახი აქვს, აქედან 40 ჰექტარი ხანძრის შედეგად დაიწვა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს თავის ქონებრივ დეკლარაციაში, რომელიც მან ბოლოს 2011 წლის 5 მაისს შეავსო, მითითებული აქვს, რომ მისი მეუღლე – ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბალეტის მხატვრო ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი 110ჰა მიწის ნაკვეთს ფლობს წინანდალში.