ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანში ოპოზიციონერი ნატიგ ჯაფარლი დააკავეს

14 აგვისტო, 2016 • 1178
აზერბაიჯანში ოპოზიციონერი ნატიგ ჯაფარლი დააკავეს

აზერბაიჯანში მოძრაობა “რესპუბლიკური ალტერნატივას” (ReAl) დამფუძნებელი და მდივანი ნატიგ ჯაფარლი საკუთარი სახლის ეზოში დააკავეს და საგამოძიებო განყოფილებაში გადაიყვანეს. მოგვიანებით სასამართლომ ოთხი თვით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაციას კავკაზსკი უზელი ავრცელებს.

მისი ადვოკატის ცნობით, ჯაფარლის ბრალად ედება უკანონო მეწარმეობა და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, თუმცა, კონკრეტულად რა ბრალდებაზეა საუბარი, ბრალდებულისთვის ცნობილი არ არის.
“ამ დრომდე ნატიგ ჯაფარლი არაერთხელ ყოფილა გამოძახებული დაკითხვაზე ჩვენების მისაცემად ადგილობრივი და უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ დაწყებულ საქმეებზე. მას მოხსნილი აქვს ქვეყნიდან გასვლის შეზღუდვაც. დაპატიმრებაზე სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ეს დაკავშირებულია მის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობასთან”.

თავად ReAl-ის თავმჯდომარე უკვე მეოთხე წელია პატიმრობაშია. მოძრაობის წევრი რასულ ჯაფაროვი კი რამდენიმე თვის წინ გაათავისუფლეს ციხიდან.

ამჟამად მოძრაობა წინააღმდეგ გამოდის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ, რომელიც ქვეყანაში ავტორიტარიზმის გამყარებას ითვალისწინებს.

ნატიგ ჯაფარლი აზერბაიჯანიდან ნეტგაზეთთისთვის მომზადებული არაერთი სტატიის რესპონდენტია.

მასალების გადაბეჭდვის წესი