ახალი ამბები

დანით თავდასხმა და ცეცხლი მატარებელში შვეიცარიაში

13 აგვისტო, 2016 • 2527
დანით თავდასხმა და ცეცხლი მატარებელში შვეიცარიაში

დღეს, 13 აგვისტოს, ადგილობრივი დროით 14:20 საათზე,  ჩრდილო-აღმოსავლეთ შვეიცარიაში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა მატარებელს ცეცხლი წაუკიდა. როგორც BBC წერს, საავადმყოფოში გადაყვანილია 6 ადამიანი, რომელთაც დამწვრობები და დანით მიყენებული ჭრილობები აქვთ.

საავადმყოფოში გადაიყვანეს ბრალდებულიც, — როგორც აღწერენ, 27 წლის შვეიცარიელი კაცი. მან ლიხტენშტეინის საზღვართან ახლოს მდებარე სალეზის სადგურთან  ქალაქ ბუქსიდან და სენვალდისკენ მიმავალ მატარებელს წაუკიდა ცეცხლი.

ჯერჯერობით დაუდგენელია ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივიც. ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო შვეულმფრენები.

დაშავებულთა შორის არიან 6 წლის ბავშვი, 17 წლის გოგო და ბიჭი, 34 და 43 წლის ქალები და 50 წლის კაცი. BBC-ის ცნობით, რამდენიმე მათგანი მძიმედაა დაშავებული. 

BBC-ის ცნობით, ევროპული ქვეყნები ბოლო დროს განსაკუთრებით უფრთხიან ე.წ “მარტოხელა მგლებს”: ივლისში, მაგალითად, ავღანელი თავშესაფრის მაძიებელი ნაჯახით დაესხა თავს გერმანიის ქალაქ ვურცბურგში მატარებელს და ოთხი ადამიანი დააზიანა. ამ შემთხვევაზე პასუხისმგებლობა ე.წ “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.

ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა კავშირი დღევანდელ თავდასხმასა და რომელიმე ტერორისტულ დაჯგუფებას შორის. 

მასალების გადაბეჭდვის წესი