გერმანია, ქალაქი ვიურცბურგი, თბილისის დროით 19 ივლისი, 01:12: BBC-ის ცნობით, 21 ადამიანი დაშავდა მატარებელში მამაკაცის მიერ ნაჯახით თავდასხმის შედეგად.

საინფორმაციო სააგენტო “ფრანს-პრესის” ცნობით, თავდამსხმელი დაიღუპა. BBC-ის ინფორმაციით, იგი პოლიციელებმა გაქცევის მცდელობისას მოკლეს.

ლოკალური მედიის ცნობით, შემთხვევის შედეგად 21 ადამიანი დაშავდა. ადგილობრივი მედიასაშუალების, DPA-ის ცნობით, პოლიციამ განაცხადა, რომ სამი ადამიანი მძიმედაა დაშავებული, ერთი – მსუბუქად, ხოლო 14 მგზავრი შოკურ მდგომარეობაშია.  

BBC იუწყება, რომ დაკეტილია რკინიგზა გერმანიის ქალაქებს, ვიურცბურგსა და ოქსენფურტს (ჩრდილოეთ ბავარია) შორის. 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *