სომხური საინფორმაციო სააგენტოს ნიუს. ემის ინფორმაციით, კონგრესმენმა ბრედ შერმანმა ხაზი გაუსვა საქართველოს სომხებით დასახლებული რეგიონში (სამცხე–ჯავახეთი) ამერიკის შეერთებული შტატების დახმარების გაფართოებას. ეს განცხადება მან საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, რომელზეც ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ 2013 წლის ბიუჯეტი განიხილა.
USAID–ის ხელმძღვანელისადმი მიმართვაში შერმანმა ხაზი გაუსვა მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას, რომლის წინაშეც საქართველოს სხვადასხვა რეგიონი დგას და აღნიშნა, რომ საჭიროა USAID–მა, სომხურ–ამერიკულ საზოგადოებასთან ერთად, ყურადღება გაამახვილოს მიზნობრივ დახმარებაზე, რომელიც ჯავახეთის რეგიონისკენ იქნება მიმართული.
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა (USAID) რავიჯ შაჰმა აღნიშნა, რომ საქართველოში, კონკრეტულად კი, სამცხე–ჯავახეთის რეგიონში ისინი მიზანმიმართული პროგრამებით მუშაობენ, რომელიც ეხება სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციას, სოციალურ განვითარებას, დედათა ჯანმრთელობას, ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის განვითარებას და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას.
“ჩვენ სულ უფრო მეტად ვცდილობთ სომხურ–ამერიკულ საზოგადოებასთან კონსულტაციების რეჟიმში მუშაობას და ვაპირებთ პირად პარტნიორობას ამ საზოგადოებასთან”.
2011 წლის სექტემბერში ANCA–ს თავმჯდომარემ კენ ხაჩიკიანმა და კომუნიკაციების დირექტორმა ელიზაბეტ ჩულჯიანმა საქართველოში, კერძოდ, თბილისაა და სამცხე–ჯავახეთის რეგიონში, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან რიგი შეხვედრები გამართეს. შეხვედრები ასევე გაიმართა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რათა ჯავახეთში მცხოვრები სომხური წარმომავლობის საზოგადოების წინაშე არსებული პრობელემების მოგვარების გზები დაესახათ.
დიალოგი ვაშინგტონში იანვრის თვეში გაგრძელდა, როდესაც ხაჩიკიანი აშშ–ში საქართველოს ელჩს თემურ იაკობაშვილს შეხვდა. შეხვედრაზე დაისახა ის გზები, რომელიც საქართველოსა და სომხეთს შორის პარტნიორობის გაღრმავებას შეუწყობდა ხელს, ქართული და სომხური ინვესტიციების გაფართოებისა და ამერიკის დახმარების გაზრდის თვალსაზრისით, რათა ამ რეგიონში უფრო მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას.
ამ შეხვედრის ფარგლებში იაკობაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს საელჩო, ხელისუფლების მხარდაჭერით, მოუთმენლად ელის ამერიკის შეერთბეული შტატების ადმინისტრაციისა და კონგრესის, სამოქალაქო სექტორის წარმოამდგენლების, მათ შორის სომხურ– ამერიკული საზოგადოების, ერთობლივი მუშაობით ხელი შეეწყოს ამერიკის დახმარების მიზნობრივ ხარჯვას სამუშაო ადგილების, ინფრასტრუქტური და ჰუმანიტარული საჭიროებების კუთხით.
ANCA ინტენსიურად მუშაობდა თავად შერმანთან, ადამ შიფთან და პალატის სხვა წევრებთან, ასევე, USAID–ის წარმომადგენლებთან, რათა მათ კარგად გაეაზრებინათ ის გამოწვევები, რომლის წინაშეც ამ რეგიონის მოსახლეობა დგას. ისინი მუშაობდნენ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და სომხურ დიასპორას შორის მჭიდრო ურთიერთობის საკითხებზეც.
გასულ კვირას შერმანი პალატის 30 წევრს შეხვდა, რომლებმაც ხელი მოაწერეს კონგრესის წერილს, კონგრესის სომხური ჯგუფის თანათავმჯდომარის ფრანკ პალონეს ხელმძღვანელობით, რომელმაც ასიგნინების პალატის წარმომადგენლებს მიმართა.
საგარეო ოპერაციების ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ რეი გრანჯერმა და დემოკრატმა ნიტა ლოუიმ აღნიშნეს, რომ 2013 წელს აშშ–ის დახმარების 10 % ამ რეგიონში სამუშაო ადგილების შექმნას უნდა მოხმარდეს.