ახალი ამბები

აშშ-ის მოქალაქის მკვლელობის გამო კახეთში 20 წლის კაცი დააკავეს

13 აგვისტო, 2016 • 1903
აშშ-ის მოქალაქის მკვლელობის გამო კახეთში 20 წლის კაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 20 წლის კაცმა გუშინ, 12 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე აშშ-ის მოქალაქე, 41 წლის მ.ფ. მოკლა. 

შსს-ს ცნობით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მკვლელობაში ეჭვმიტანილი 1996 წელს დაბადებული მ.ჭ დღეს, 13 აგვისტოს, დააკავეს.

გამოძიების ვერსით, 12 აგვისტოს ბრალდებულმა თელავის რაიონის სოფელ ლეჩურიდან თუშეთისკენ მიმავალ გზაზე  41 წლის მ.ფ-ს დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. მისი ცხედარი თუშეთისკენ მიმავალ გზაზე, ე.წ. “სვიანის” ტერიტორიაზე იპოვეს.

შსს-ის ცნობით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.

მასალების გადაბეჭდვის წესი