ცესკოს ინფორმაციით,  64-მა პარტიამ მიმართა განცხადებით საპარლამენტო არჩევნებში რეგისტრაციისთვის.  პარტიების რეგისტრაციის ვადა 12 აგვისტოს ამოიწურა.

ამ დროისთვის რეგისტრირებულია 38 პარტია, ხოლო რეგისტრაციის პროცესშია 19. ცესკოს ცნობით, დარჩნილ 7 პარტიას უარი უთხრეს რეგისტრაციაზე მხარდამჭერთა სიების არწარმოდგენის მიზეზით (ასეთები არიან პ/გ”სამართლიანი საქართველოსთვის” , პ/გ “ხმა დედის და ხმა ერის” და სხვ.).

ცესკო 8 სექტემბერს გამოაქვეყნებს რეგისტრირებული პარტიების/საარჩევნო ბლოკების სიას, აგრეთვე იმ პარტიების/საარჩევნო ბლოკების სიას, რომელთაც უარი ეთქვათ რეგისტრაციაზე, ან რომელთა რეგისტრაციაც გაუქმდა.

პარტიებისთვის, რომლებსაც ჰყავთ პარლამენტში წარმომადგენელი, რეგისტრაციაზე განაცხადის მიღების ბოლო ვადა იყო 12 აგვისტო, ხოლო პარტიებს, რომლებსაც არ ჰყოლიათ წარმომადგენელი პარლამეტში, ცესკოსთვის უნდა მიემართათ 2016 წლის 1 იანვრიდან-1 აგვისტომდე.

ამ დროისთვის უკვე რეგისტრირებულები არიან პ/გ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, პ/გ “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, პ/გ “რესპუბლიკური პარტია “, პ/გ “ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი” და სხვა.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოშო 2016 წლის 8 ოქტომბერს გაიმართება. ამავე დღესვე ჩატარდება აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *