“იმის მიუხედავად, რომ ჩვენი ქვეყანა უკვე შეეგუა ქართული დელეგაციების მიკერძოებულ დამოკიდებულებას საერთაშორისო შეხვედრებზე აფხაზეთის მონაწილეობის საკითხზე, ამჯერად გროზნოში “კავკასიური დიალოგი -2016″-ის მიმდინარეობისას შესამჩნევი იყო, რომ ქართული დელეგაცია თანთანადობით მიდის იმ აზრამდე, რომ აფხაზეთის რესპუბლიკა დამოუკიდებელი სახელმწიფოა და აქვს საკუთარი თვალთახედვა საერთაშორისო დღის წესრიგის ბევრ საკითხზე”.
ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული ახალგაზრდა დიპლომატების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ინარ ლადარიამ რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო გამოცემა sputnik-თან განაცხადა.
“ჩვენ ნებისმიერ ქვეყანასთან გავმართავთ დიალოგს, რომელიც მზადაა თანასწორ საუბარზე. ჩვენ დღეს მზად ვართ დიალოგზე საქართველოსთანაც, თუმცა მან ამისთვის უნდა აღიაროს აფხაზეთის რეპუბლიკა და მასში თანასწორი პარტნიორი უნდა დაინახოს”, – ამბობს ახალგაზრდა დიპლომატი აფხაზეთიდან, ინარ ლადარია.









