ახალი ამბები

თურქეთში მომხდარ აფეთქებებთან დაკავშირებით საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს

11 აგვისტო, 2016 • 1469
თურქეთში მომხდარ აფეთქებებთან დაკავშირებით საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 10 აგვისტოს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე მარდინისა და დიარბაქირის პროვინციებში მომხდარი აფეთქებების შემდეგ გარდაცვლილთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია არ მიუღიათ, არც საქართველოს საელჩოში და არც საქართველოს გენერალურ საკონსულოებში ტრაპიზონსა და სტამბოლში.

“საელჩოს მუდმივი კავშირი აქვს ადგილობრივ ძალოვან სტრუქტურებთან. სამინისტრო განაგრძობს მომხდარ ფაქტებზე დაკვირვებას და აუცილებლობის შემთხვევაში გააკეთებს დამატებით განცხადებას”,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრ საქართველოს საელჩოსა და საქართველოს გენერალურ საკონსულოებში ტრაპიზონსა და სტამბოლში მოქმედი ცხელი ხაზის ნომრებს ავრცელებს:

+90 533 690 30 40 (ანკარა),
+90 541 326 22 26 (ტრაპიზონი),
+90 541 818 44 00 (სტამბოლი).

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში ასევე მოქმედებს ცხელი ხაზი:

(+995 32) 294 50 50 – სამუშაო დღის განმავლობაში 09:00-დან 18:00 საათამდე
(+995) 577 98 40 20 – 18:00 საათის შემდეგ და დასვენების დღეებში 24 საათის განმავლობაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი