დღეს, 10 აგვისტოს, თბილისში, გამსახურდიას გამზირზე ტაქსის მძღოლი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მულით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) და 236-ე მუხლის (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარება) მიხედვით დაიწყო.

ტაქსის მძღოლის მდგომარეობა სტაბილურია, ხოლო ბრალდებული დაკავებულია. პირველადი ინფორმაციით ბრალდებული მგზავრი იყო.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *