ახალი ამბები

რაჭაში მიკროავტობუსი, რომელსაც ქართული ოცნების მხარდამჭერები გადაჰყავდა, ქვეითებს შეეჯახა

10 აგვისტო, 2016 • 1318
რაჭაში მიკროავტობუსი, რომელსაც ქართული ოცნების მხარდამჭერები გადაჰყავდა, ქვეითებს შეეჯახა

9 აგვისტოს რაჭაში მოკროავტობუსი ქვეითად მოსიარულე პირებს შეეჯახა. მიკროავტობუსს ამბროლაურიდან ლენტეხში ქართული ოცნების მხარდამჭერები მიჰყავდა.

ინფორმაციას “ქართულ ოცნებაში” ადასტურებენ.

გუშინ, 9 აგვისტოს ქართულმა ოცნებამ ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოჩა ენუქიძე  წარადგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ დაშავებულია სამი ადამიანი, რომლებსაც მსუბუქი დაზიანებები აქვთ მიღებული და საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი