ახალი ამბები

მესტიაში დაკარგულ ყაზახ ტურისტს ერთი კვირაა უშედეგოდ ეძებენ

9 აგვისტო, 2016 • 1388
მესტიაში დაკარგულ ყაზახ ტურისტს ერთი კვირაა უშედეგოდ ეძებენ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სააგენტოს ცნობით, სვანეთში დაკარგული ყაზახი ტურისტის პოვნა ამ დრომდე ვერ მოხერხდა. მათი ინფორმაციით, ტურისტი მესტიაში 2 აგვისტოს დაიკარგა.

როგორც სააგენტოში ნეტგაზეთს განუცხადეს, პიროვნების დაკარგვის შესახებ შეტყობინება მისი დაკარგვის დღესვე შევიდა, რის მერეც სამძებრო სამუშაოები არ შეჩერებულა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, სამუშაოები გაგრძელდება მანამ, სანამ დაკარგულ ტურისტს არ იპოვიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი