ახალი ამბები

თბილისში ავარიის შედეგად ბაიკერი დაიღუპა

9 აგვისტო, 2016 • 1775
თბილისში ავარიის შედეგად ბაიკერი დაიღუპა

თბილისში ავარიის შედეგად ბაიკერი დაიღუპა, ხოლო ერთი დაშავებული რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. უბედური შემთხვევა დღეს, 9 აგვისტოს, ვაჟა ფშაველას გამზირზე მოხდა. ინფორმაცია ნეტგაზეთს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში დაუდასტურეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, პირველადი ინფორმაციით, მოტოციკლეტი ქვეითს დაეჯახა, რის შემდეგაც მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა. პოლიციის ცნობით, ქვეითად მოსიარულე ქალი პირველადი დახმარების მიღების შემდეგ, სასწრაფომ საავადმყოფოში გადაიყვანა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მე–5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ერთი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი