ახალი ამბები

უშბაზე ოთხი უცხოელი მთამსვლელი დაიღუპა

6 აგვისტო, 2016 • 1325
უშბაზე ოთხი უცხოელი მთამსვლელი დაიღუპა

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურის ცნობით, უშბაზე ოთხი ადამიანი დაღუპა. ამჟამად მათი გადმოსვენების პროცესი მიმდინარეობს.

“ჩვენთან გუშინ შემოვიდა შეტყობინება, რომ დაკარგულია ოთხი ტურისტი უშბის ტერიტორიაზე, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა სამძებრო სამუშაოები და გამთენიისას ვიპოვეთ”, – განუცხადეს ნეტგაზეთს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.

დაღუპულთა იდენტიფიცირება ჯერ არ მომხდარა.

მასალების გადაბეჭდვის წესი