ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთს ახალი პრემიერი ჰყავს

5 აგვისტო, 2016 • 1618
აფხაზეთს ახალი პრემიერი ჰყავს

დღეს, 5 აგვისტოს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე ახალი პრემიერის ვინაობა დაასახელეს. აღნიშნულ პოსტზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ბესლან ბარციცი დაინიშნა. მან ამ თანამდებობაზე არტურ მიქვაბია შეცვალა, რომელიც საკუთარი განცხადების საფუძველზე რამდენიმე დღის წინ გადადგა მთავრობის მეთაურის პოსტიდან.

როგორც არტურ მიქვაბია აცხადებდა, ის წავიდა იმიტომ, რომ მას რეფორმების განხორციელების საშუალება არ მისცეს. კერძოდ, საუბარია საგადასახადო რეფორმაზე.

“ქვეყანა ვერ იცხოვრებს გადასახადების გარეშე. სხვა შემთხვევაში ვერ შეავსებს ბიუჯეტს. ჩვენმა ყველა მცდელობამ, შემოვიღოთ დღგ და სხვა გადასახადები, საზოგადოებაში მხოლოდ ვნებათაღელვა გამოიწვია. ვფიქრობ, აფხაზური საზოგადოება თავად ამუხრუჭებს საკუთარი ქვეყნის განვითარებას და ასეთ პირობებში მე არ მსურს მუშაობა,”- ასე განმარტა პოსტის დატოვების მიზეზი თავად ყოფილმა პრემიერმა.

ახალი პრემიერის დანიშნვას აფხაზეთში რამდენიმე დღის განმავლობაში ელოდნენ.

ბესლან ბარიციცი, ფოტო: sputnik-abkhazia

ბესლან ბარიციცი, ფოტო: sputnik-abkhazia

მასალების გადაბეჭდვის წესი