ახალი ამბები

ფიზიკური დაპირისპირება და ძალადობრივი მოწოდებები TV პირველის ეთერში

4 აგვისტო, 2016 • 2216
ფიზიკური დაპირისპირება და ძალადობრივი მოწოდებები TV პირველის ეთერში

დღეს, 4 აგვისტოს, ტელეკომპანია “პირველის” გადაცემაში რვიანი, “ნაციონალური მოძრაობის წევრსა” და “სოციალისტური საქართველოს” ლიდერს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

გადაცემაში სტუმრად იყვნენ “ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის” წევრი ტორესა მოსი, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ბადრი შუბლაძე, “სოციალისტური საქართველოს” წევრები გრიშა ონიანი და თემურ ფიფია.

ფიზიკურad გადაცემის დამთავრების შემდეგ დაუპირისპირდნენ, როდესაც გრიშა ონიანი გაიწია ბადრი შუბლაძის მისამართით. დაძაბულობამ მას შემდეგ მოიმატა, როდესაც ბადრი შუბლაძემ განაცხადა, რომ 2008 წლის ომი რუსეთმა დაიწყო, გრიშა ონიანმა გააპროტესტა და განაცხადა, რომ პუტინი მაგ დროს ჩინეთში იმყოფებოდა.

ბადრი შუბლაძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო ომს საკუთარ ტერიტორიაზე ვერ დაიწყებს, საქართველო არ შესულა სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე. ამის შემდეგ, ონიამმა იკიტხა, მაში ვისგან ათავისუფლედა საქართველოს ჯარი, რაზეც შუბლძემ უპასუხა, რომ რუსის ჯარისაგან და თქვენისთანა იდიოტებისგან.

გადაცემის მსვლელობის დროს გრიშა ონიანის მხრიდან ხშირად ისმოდა სიძულვილის ენა და ძალადობის მოწოდებები. მან ნაციონალურ მოძრაობას “გარეწრები” და “ქვეყნის დაუნახავები” უწოდა.

“მეზობლებს ჩაუსაფრდით და გაიგეთ ვინ მისცემს ნაციონალებს ხმას, რომ ისინი ქვეყნიდან გავასახლოთ. მანამდე არავითარი განვითარება საქართველოს არ უწერია. დღეიდან ვანებებ თავს, სტალინზე, სოციალიზმზე, ქვეყანაზე მუშაობას და ფიქრს თავს, მთელ ჩემს ძალისხმევას, მთელს ჩემს რესურსს მივაპრყრობ იქეთკენ, რომ ნაციონალურ მოძრაობას რაც შეიძლება მეტი ზარალი მივაყენო”, – განაცხადა გრიშა ონიანმა.

დაპირისპირება ტელევიზია პირველის ეთერში

დაპირისპირება ტელევიზია პირველის ეთერში

ბადრი შუბზლაძის ნათქვამზე, რომ კომუნისტური მოძრაობა მოძალადეა და ამიტომ არ უნდა მოვიდნენ ხელისუფლებაში, გრიშა ონიანმა უპასუხა, რომ “ხელისუფლებაში მოსასვლელად არ ვემზადები, მაგრამ თქვენს ჩასაქოლად კი მოვემზადები.”

გადაცემაში უნდა ესაუბრათ ქალაქ თელავში მოხდარი დაპირისპირების შესახებ, სადაც სოციალისტურ საქართველოს რეგიონული ორგანიზაციის დაფუძნება სურდათ. სტუდაიში იმყოფებოდა თემურ ფიფიაც, რომელმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა რომან ქევხიშვილს თელავში მომხდარი დაპირისპირების დროს.

თემურ ფიფია პოლციიამ დააკავა და აღნიNშულზე სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის მიხედვით დაიწყო გამოძიება, ფიფია პოლიციამ მოგვიანებით გაათავისუფლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი