ახალი ამბები

გიგი წერეთელი, აკაკი ბობოხიძე და გია თევდორაძე – ენმ-ს მაჟორიტარი კანდიდატები ქუთაისში

3 აგვისტო, 2016 • 1888
გიგი წერეთელი, აკაკი ბობოხიძე და გია თევდორაძე – ენმ-ს მაჟორიტარი კანდიდატები ქუთაისში

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ქუთაისის სამ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად წარადგენს გიგი წერეთელს, აკაკი ბობოხიძესა და გია თევდორაძეს.

გიგი წერეთელი 1999 წლიდანაა საქართველოს პარლამენტის წევრი, არჩეულ იყო მთაწმინდის მაჟორიტარ დეპუტატად, იკავებდა საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის მოადგილის თანამდებობას, იყო ჯანდაცვის მინისტრი და მთავრობის ვიცე-პრემიერი. ამჟამად გიგი წერეთელი საქართველოს პარლამენტის წევრი და ,,ეუთოს’’ საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტია.

აკაკი ბობოხიძე ასევე მრავალჯერ იყოს პარლამენტის წევრი, ამჟამინდელი მოწვევის პარლამენტში ის იყო წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი, მანამდე მაჟორიტარი იყო ქუთაისშიც და ხონშიც.

 

გია თევდორაძე წინა ხელისუფლების დროს იყო ქუთაისის მერი.

მასალების გადაბეჭდვის წესი