ახალი ამბები

სამცხე-ჯავახეთში მოქალაქეებმა დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი ჩააბარეს

3 აგვისტო, 2016 • 1417
სამცხე-ჯავახეთში მოქალაქეებმა დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი  ჩააბარეს

შინაგან საქმეთა სამინსიტროს ცნობით, სამცხე-ჯავახეთში მოქალაქეებმა დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ჩააბარეს

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში რეგიონის ექვსმა მაცხოვრებელმა სხვადასხვა დასახელების ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით წარმოადგინა და ჩააბარა. სამინისტროს განცხადების თანახმად, ჩბარებულია  სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 1150 საბრძოლო ვაზნა, 50 ხელყუმბარა, ხელყუმბარის 3 დეტონატორი, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმის 8 დეტონატორი, 5 ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი, ჭურვების სასროლი 1 მოწყობილობა, 1 საკვამლე კოჭა და 1 კილოგრამი ტროტილი.

“აღნიშნული პირები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან თავისუფლდებიან,”- აღნიშნულია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი