დღეს, 2 აგვისტოს საღმოს დაწყებული უხვი ნალექის და სეტყვის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში შვიდი შეტყობინება შევიდა. როგორც “ნეტგაზეთს” სააგენტოს პრესსამსახურმა განუცხადა, ვორონცოვის ტერიტორიიდან 4 შეტყობინება შევიდა, ხოლო ელიას მთაზე, კონკრეტულად განთიადის ქუჩიდან – 3.

პრესამსახურის ცნობით, აღნიშნული შემთხვევბი სარდაფების დატბორვას უკავშირდებოდა და მყისიერი რეაგირება მოხდა. უწყების ცნობით, ამ დროისთვის [22:56] ყველა ინცინდენტი ამოწურულია. უხვი ნალექის გამო, წყალი დაგროვდა იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზეც.

უხვი ნალექი, წვიმა
უხვი ნალექი, წვიმა

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *