ახალი ამბები

განზრახ მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის ბრალდებით შსს-მ ორი პირი დააკავა

2 აგვისტო, 2016 • 1255
განზრახ მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის ბრალდებით შსს-მ ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული ა.თ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 1955 წელს დაბადებული ჰ.მ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, წალკის რაიონის სოფელ თამარიანში დააკავეს.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ ა.თ.-მ პირადი კონფლიქტის გამო, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1993 წელს დაბადებულ ა.მ.-ს „ვინჩესტერის“ ტიპის სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. ა.მ. მიყენებული ჭრილობის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა. ჰ.მ.-მ კი, ბრალდებული ა.თ.-ს ნათესავი, 1961 წელს დაბადებული ს.თ. „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ამ დროისთვის დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია,” – აღნიშნულია უწყების გავრცელებულ განცხადებაში.

სამართალდამცველებმა ა.თ. და ჰ.მ. მომხდარიდან რამდენიმე წუთში, საკუთარი საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ დააკავეს.

შსს-ს სნობით, პოლიციამ, ბრალდბულების საცხოვრებელი სახლის  პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის ორივე იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება განზრახ მკვლელობის და განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე და 19-108-ე მუხლებით).

მასალების გადაბეჭდვის წესი