ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ფაზილ ისკანდერს აფხაზეთში ძეგლს დაუდგამენ

2 აგვისტო, 2016 • 1741
ფაზილ ისკანდერს აფხაზეთში ძეგლს დაუდგამენ

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ მინისტრის, შამილ აძინბას ინფორმაციით, აფხაზეთში გამოიყოფა ადგილი, სადაც რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი მწერლის, ფაზილ ისკანდერის ძეგლს აღმართავენ.

“ფაზილ აბდულოვიჩის გადაწვყეტილება ხელს არ შეგვიშლის აქ, მის სამშობლოში უკვდავყოთ მწერლის ხსოვნა. რა თქმა უნდა, ის თავისი შემოქმედებით ისედაც უკვავყოფილია. თუკი ადამიანს რუსეთის ერის სინდისი უწოდეს, ეს ბევრზე მეტყველებს”.

აძიბნას განცხადებითვე, დელეგაცია აფხაზეთიდან პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას ხელმძღვანელობით უკვე გაემგზავრა მოსკოვში, სადაც მწერალს, მისივე ანდერძის შესაბამისად, დღეს, 2 აგვისტოს, დაკრძალავენ.

“ფაზილი აფხაზი იყო, აფხაზეთის შესახებ წერდა, თუმცა ცხოვრების დიდი ნაწილი რუსეთში გაატარა, სადაც მოღვაწეობდა. ეს მისი ნება იყო, რომელიც უნდა შესრულდეს. ფაზილ ისკანდერი არა მხოლოდ აფხაზეთს, მთელ მსოფლიოს ეკუთვნოდა”.

მწერალი ფაზილ ისკანდერი 1929 წელს სოხუმში დაიბადა, თუმცა, ცხოვრების დიდი ნაწილი რუსეთში გაატარა. ის 88 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ მოსკოვში გარდაიცვალა.

ფაზილ ისკანდერი, ფოტო: აპსნიპრესის ვებ-გვერდიდან

ფაზილ ისკანდერი, ფოტო: აპსნიპრესის ვებ-გვერდიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი