ახალი ამბები

გარიგებული მატჩები ქართულ ფეხბურთში

2 აგვისტო, 2016 • 2746
გარიგებული მატჩები ქართულ ფეხბურთში

ბოლო ორი წლის განმავლობაში ქართულ ფეხბურთში გარიგებული მატჩების ან გარიგების მცდელობის ექვსი შემთხვევა გახმაურდა. მოთამაშეები, მსაჯები და გუნდები დაჯარიმდნენ ან საერთოდ აეკრძალათ ფეხბურთთან დაკავშირებული საქმიანობა. იმ ერთი წლის განმავლობაში კი, რაც თბილისის საქალაქო სასამართლო ერთერთ მსგავს საქმეს განიხილავს, კიდევ ორი საეჭვო მატჩის შესახებ გახდა ცნობილი.

წვიმიან დღეს მცხეთის სტადიონის სიახლოვეს არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ რამდენიმე წუთში საფეხბურთო მატჩი დაიწყება. 2015-2016 წლების საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი ლიგის შეხვედრაში ერთმანეთსვიტ ჯორჯიადაიმერეთიხვდებიან. ამ თამაშზე დასასწრებად ბილეთი საჭირო არ არის. სტადიონზე, სადაც საშინაო მატჩებსვიტ ჯორჯიაატარებს, ადგილების რაოდენობა 2 000 ადამიანზეა გათვლილი. დღეს კი, თამაშის დაწყებამდე ტრიბუნებიდან ჯვრის მონასტრისა და მთების შთამბეჭდავი ხედით მხოლოდ 60-მდე ადამიანი ტკბება.

ფოტო გადაღებულია სოფელ მუხრანში

ფოტო გადაღებულია სოფელ მუხრანში

სტადიონის ტერიტორიაზე მდებარე პატარა შენობებიდანვიტ ჯორჯიასდაიმერეთისფეხბურთელები გამოდიან. მოედანზე შესულები მცირერიცხოვან მაყურებელს ესალმებიან. თამაშივიტ ჯორჯიასფეხბურთელთა შეტევით იწყება. მალევე გადაწყვეტილებით უკმაყოფილო რამდენიმე გულშემატკივარი მსაჯს მიმართავს: „სად დაინახე ეს თამაშგარე? რამდენი გადაგიხადეს?“ თუმცა, მასპინძელი გუნდის მხარდამჭერები იმედიანად არიან: „უარესი მსაჯობაც გვინახავს, მაგრამ მაინც მოგვიგია.

იმის გათვალისწინებით, რომ ეს იმ ქვეყნის მეორე დივიზიონის მატჩია, რომელსაც ბოლო წლებში მნიშვნელოვანი საფეხბურთო წარმატებისთვის არ მიუღწევია, თამაში ცუდი არ არის. დინამიური შეტევის შემდეგ კარისკენ ზურგით მდგომმავიტ ჯორჯიასფეხბურთელმა ვარდნაში, .. მაკრატელათი ლამაზი გოლის გატანაც მოახერხა. თუმცა, სტადიონზე მყოფს მაინც არ გტოვებს შეგრძნება, რომ ეს 90 წუთი, შესაძლოა, უფრო კარგადაც გაგეტარებინა. მატჩს ესწრება სასწრაფო დახმარების ბრიგადა და რამდენიმე პოლიციელი. საერთო ჯამში აქ უფრო მეტი ფეხბურთელი, მწვრთნელი და ოფიციალური პირია, ვიდრე – მაყურებელი.

ამ ყველაფრის მიუხედავად, საქართველოს პირველი ლიგის მიმართაც არსებობს დიდი ინტერესი. სხვადასხვა ქვეყნის უამრავ ონლაინ ტოტალიზატორში ფსონების დადება ასეთი ტიპის თამაშებზეც არის შესაძლებელი. სწორედ ამგვარ მატჩებზე იგებენ და აგებენ ათასობით დოლარს ფულის ადვილად შოვნის მსურველები.

2015 წლის 5 მაისს ბექა ჯიჭონაიამ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თბილისსა და ქუთაისში კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიულსამძებრო ღონისძიების შედეგად, ფეხბურთელებისა და ოფიციალური პირების მოსყიდვისთვის დაკავებულია რამდენიმე ადამიანი.  „გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული პირები 10 000 ლარიდან 20 000 ლარამდე თანხის სანაცვლოდ, წინასწარ ურიგდებოდნენ საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ჩემპიონატში მონაწილე სხვადასხვა გუნდის წარმომადგენლებს კონკრეტული საფეხბურთო მატჩების სასურველი შედეგით დასრულებისთვის. შემდეგ, წინასწარ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ონლაინ ტოტალიზატორებში შესაბამის ფსონებს ათავსებდნენ და მოგებულ თანხას ერთმანეთში ინაწილებდნენ.“

ჩხერიმელადაკავებულთა შორის იყვნენ საფეხბურთო კლუბსტუ თბილისისპრეზიდენტი ოთარ შენგელია, საფეხბურთო კლუბჩხერიმელასორი ფეხბურთელი, საფეხბურთო კლუბსაჩხერის ჩიხურასყოფილი სელექციონერი და ყოფილი ფეხბურთელი დავით გენძეხაძე, საფეხბურთო კლუბქუთაისის ტორპედოსყოფილი ფეხბურთელი გიგა ბურჯანაძე და კიდევ ორი ადამიანი, რომლებიც მხარეების მოქრთამვაში მონაწილეობდნენ.

ჩამოთვლილ პირებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 203- მუხლის მე-3 ნაწილით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ პროფესიული სპორტული შეჯიბრების მონაწილის ან ორგანიზაციის მოსყიდვის ფაქტზე წარედგინათ. სასჯელის სახით ეს მუხლი  4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაკავებულთა შორის იყო ომარ ნაკაიძეც, რომელიც ამტკიცებს რომ საერთოდ ვერ ერკვევა ფეხბურთში. მისი თქმით მან უბრალოდ კარგად იცის მათემატიკა, ერკვევა ონლაინ ტოტალიზატორებში და ამ ცოდნას იყენებს ფსონების დასადებად. პრესკონფერენციაზე ბექა ჯიჭონაიამ სწორედ ომარ ნაკაიძე მოიხსენია როგორცაზიური ტოტალიზატორის – „ibcbet“-ის წარმომადგენელი ამიერკავკასიაში“.

სპორტთან დაკავშირებულ აზარტულ თამაშებზე დამკვირვებელი ორგანიზაციების ინფორმაციით, მსოფლიოში საფეხბურთო თამაშებზე თანხების 80 პროცენტი აზიიდან იდება. ამავე ორგანიზაციების ინფორმაციით, ფსონის დამდებთა ყურადღება, ძირითადად, იმ გუნდებისკენ არის მიმართული, რომლებიც პატარა ქვეყნების საფეხბურთო ჩემპიონატების რანგით დაბალ დივიზიონში თამაშობენ და დაფინანსებით უკმაყოფილო არიან.

საქართველოში არალეგალურ ფსონებთან და მხარეების მოქრთამვასთან  დაკავშირებული საქმის მოსმენა ქართულ სასამართლოებში უკვე წელიწადზე მეტია მიმდინარეობს. ბრალდების მთავარი მოწმე გიორგი ღელაღუტაშვილიაანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი, რომელიც გამოძიების მიერ ჩაინერგა და ბრალდებულებთან ონლაინ ტოტალიზატორებში გარიგებულ  თამაშებზე ფსონებს დებდა. 3 000 გვერდთან ერთად გამოძიების მასალებს თან ერთვის ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერები.

გიორგი ღელაღუტაშვილის მონაყოლიდან ირკვევა, რომ იგი 2014 წლის ოქტომბერში შეხვდა თავის ნაცნობს, ლევან მიქელაძეს, საფეხბურთო კლუბავაზასყოფილ მწვრთნელს. ღელაღუტაშვილმა მას უთხრა, რომ საზღვარგარეთ მყოფ მის ახლობელს დაბრუნება და რომელიმე ქართულ საფეხბურთო კლუბში თამაში სურდა. „ლევანმა მითხრა, რომ ის იცნობდა ყოფილ ფეხბურთელ დავით გენძეხაძეს, რომელიც ქართულ ფეხბურთში საკმაოდ ცნობილი იყო,“ – ყვება ღელაღუტაშვილი.

დავით გენძეხაძეს ჩანერგილი თანამშრომელი 2014 წლის ოქტომბრის ბოლოს, თბილისობის დღესასწაულზე შეხვდა: ამ შეხვედრაზე მე და დავით გენძეხაძემ გავცვალეთ ჩვენი სატელეფონო ნომრები. მითხრა, რომ გაარკვევდა საკითხს და დამიკავშირდებოდა.

2014 წლის 13 ნოემბერს გენძეხაძე და ღელაღუტაშვილი ისევ შეხვდნენ.მან (გენძეხაძემ) მითხრა, რომ უკვე ესაუბრა საფეხბურთო კლუბსაბურთალოსმწვრთნელს და როდესაც ჩამოვიდოდა ჩემი ახლობელი, მიიყვანდა ხსენებული კლუბის მწვრთნელთან სინჯებზე,ამბობს სამართალდამცავი.  ამ საუბრის დროს დავით გენძეხაძემ მკითხა მქონდა თუ არა დადებული ფსონი საქართველოსა და პოლონეთის ნაკრებებს შორის გასამართ მატჩზე, რაზეც გენძეხაძეს ვუთხარი, რომ ჩემს ახლობელს პოლონეთის ნაკრების მოგებაზე ჰქონდა დადებული 9 ათას დოლარამდე. დავით გენძეხაძეს ჩემი პასუხი მოეწონა და მითხრა მე და ჩემი ახლობელი თუ დავინტერესდებოდით, მას შეეძლო საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე გუნდების მატჩების ჩაწყობა“.

საქმის მასალებში არსებულ ღელაღუტაშვილის ჩვენებაში წერია, რომ მოგვიანებით ჩანერგილი თანამშრომელი კიდევ რამდენიმეჯერ შეხვდა გენძეხაძეს და ასეთი შეხვედრების დროს გაიცნო სხვა ბრალდებულები.

მატჩი N1

.. „ბეთლემიქედა vs. .. „მერცხალიოზურგეთი

ფსონიპირველ ტაიმში გაიტანენ 1.5 გოლზე მეტს და 4.5 გოლზე მეტს მთელი მატჩის განმავლობაში

შედეგი 8:0 „ბეთლემისსასარგებლოდ

დადებული თანხა 1,945.02 აშშ დოლარი

მოგება 2,359 აშშ დოლარი

2014 წლის 4 დეკემბერს ჩაწყობილ მატჩზე ფსონების განსათავსებლად ღელაღუტაშვილი, დავით გენძეხაძე, გიორგი კუხალაშვილი და იოსებ გიოშვილი თბილისში მდებარე ერთერთ ბინაში შეიკრიბნენ: .. „ბეთლემი ქედასადა .. „ოზურგეთის მერცხალსშორის გასამართი მატჩის დაწყებამდე (14:00) რამდენიმე წუთით ადრე, მათ მითხრეს, რომ ხსენებულ მატჩში გავიდოდა ხუთი ან მეტი გოლი. მატჩის დაწყებამდე betfair.com-ის ჩემი გვერდი გავუხსენი იოსებ გიოშვილს და მან დაიწყო ფსონების განთავსება. იოსებ გიოშვილი პერიოდულად დებდა ფსონებს. კერძოდ, პირველ ტაიმში მან რამდენიმე ფსონი დადო იმაზე, რომ 1.5-ზე მეტ გოლს გაიტანდნენ, ანუ პირველ ტაიმში უნდა გასულიყო მინიმუმ 2 გოლი, რაც ასეც მოხდა. ამის შემდეგ იოსებ გიოშვილმა ეტაპობრივად დადო ფსონები 4.5-ზე მეტი გოლის გასვლაზე, ანუ  მთლიანი მატჩის ძირითად დროში უნდა გასულიყო 5 ან მეტი გოლი. საერთო ჯამში, იოსებ გიოშვილმა ვებ-გვერდზე, ჩემ ანგარიშზე არსებული ოპერატიული თანხიდან განათვსა 1 945 დოლარი, რომლის მოგებამ შეადგინა 2 359 დოლარი.

ღელაღუტაშვილი ყვება, რომინფორმაციამჩაწყობილიმატჩის შესახებ გაჟონა: ფეხბურთელებს სხვებისთვისაც წინასწარ ჰქონდათ მიწოდებული ინფორმაცია მატჩის შედეგის თაობაზე და ტოტალიზატორში სხვების მიერ დაიდო დიდი ოდენობის თანხა. აღნიშნულის გამო ტოტალიზატორმა ჩვენ 1945 დოლარზე მეტი თანხა არ დაგვადებინა. ამიტომ დავით გენძეხაძემ, გიორგი კუხალაშვილმა და იოსებ გიოშვილმა მითხრეს, რომ ფეხბურთელებისთვის 2 000 დოლარის ნაცვლად გადაგვეცა მოგებული თანხიდან 1 000 დოლარი, რაზეც მე დავთანხმდი. რაც შეეხება მოგებული თანხის დარჩენილ ნაწილს, 1 359 დოლარს, მე მათ შევთავაზე, რომ გაგვეყო თანაბრად, 4 ნაწილად.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ღელაღუტაშვილი რამდენიმე დღეში ისევ შეხვდა გენძეხაძეს, რომელიც დაპირდა, რომ გააცნობდა აზიურ ონლაინ ტოტალიზატორებში კარგად გარკვეულ პიროვნებას, ვინმე ომარს, რომლის დახმარებითაც მათ უფრო მეტი თანხა უნდა მოეგოთ.

ვინმე ომარი არის ომარ ნაკაიძე, რომელიც საგანგებო ბრიფინგზე ანტიკორუფციული სააგენტოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელმა ბექა ჯიჭონაიამ მოიხსენია როგორც აზიური ტოტალიზატორის – „ibcbet“-ის წარმომადგენელი ამიერკავკასიაში. არჩილ შაბაშვილს, რომელიც ნაკაიძის ინტერესებს იცავს, აქვს ვერსია რატომ გამოაცხადეს მისი დაცვის ქვეშ მყოფი აზიური ტოტალიზატორის წამომადგენლად. „დააკვირდით როგორ ჟღერს…. ყურში მოსახვედრია,ამბობს შაბაშვილი.  „აზიური ტოტალიზატორის წარმომადგენელირომც იყოს რა…? დანაშაულია? არ არის ეს დანაშაული. შეიძლება ვიყო ვიღაცის წარმომადგენელი ამიერკავკასიაში იქნება ეს თუ ტაილანდში. არც ამტკიცებენ ამას და არც ახსენებენ. ამას საქმისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

პროკურორ გიორგი დავითაშვილის თქმით, არ არსებობს მტკიცებულება, რომ ნაკაიძეს ან დაკავებულთაგან რომელიმე სხვა პირს ქონოდა კავშირი აზიურ ტოტალიზატორთან. ასეთი გამოძიების შედეგად არ გამოკვეთილა. თავიდან ბოლომდე, როგორც ამ, ასევე გამოძიებისთვის საინტერესო სხვა გარემოებების გამოკვლევა ხდებოდა,“ – ამბობს დავითაშვილი.

ნაკაიძე 50 წელს გადაცილებულია. ძველი თბილისისთვის დამახასიათებელ ტიპიურ ეზოში ცხოვრობს. მისი ოთახის ერთი კუთხე ოფისს გავს. კედლებზე გაკრულია ფორმატები, რომლებზეც ტოტალიზატორების სახელწოდებები და ვებ-გვერდის მომხმარებლის უამრავი სახელი, .. „იუზერნეიმიწერია. მაგიდაზე 4 კომპიუტერი დგას, ინტერნეტის ოთხი დამოუკიდებელი წყაროთი.

ფსონების განთავსების დროს საჭირო მომენტის დაჭერა უმნიშვნელოვანესია,ამბობს ომარ ნაკაიძე. ის დანაშაულს არ აღიარებს. ნაკაიძე ამბობს, რომ საერთოდ ვერ ერკვევა ფეხბურთში, მაგრამ კარგად იცის როგორ უნდა ითამაშოს სხვადასხვა ქვეყნის ონლაინ ტოტალიზატორებში თავისი მათემატიკის ცოდნის გამოყენებით. ნაკაიძის თქმით, ის სპორტულ შეჯიბრებებზე ფსონებს უკვე დიდი ხანია დებს.

ომარ ნაკაიძე დიდ დროს ატარებს ონლაინ ტოტალიზატორების მიერ შეთავაზებული ფსონების გაცნობაში. ის .. „ვილკებსეძებს. ეს არის მდგომარეობა, როდესაც სხვადასხვა ტოტალიზატორებში მატჩში მონაწილე მხარეების გამარჯვებაზე მიკუთვნებულ კოეფიციენტებს შორის მცირე განსხვავებაა. ასეთ დროს თუ ერთ ვებგვერდზე ერთი გუნდის გამარჯვებაზე დადებთ ფსონს და მეორე ვებგვერდზე მეორე გუნდის გამარჯვებაზე, ეს მოგიტანთ მცირე, მაგრამ გარანტირებულ გამარჯვებას.

ყველაზე მარტივად ეს პრინციპი სპორტის იმ სახეობებისთვსი მოქმედებს, სადაც ფეხბურთისგან განსხვავებით თამაშში მესამე შედეგი, ანუ ფრე არ ფიქსირდება.

უნდა მონახო და განათავსო ფსონი. აქ მთავარია მომენტი, რადგან კოეფიციენტები სწრაფად იცვლება,ამბობს ნაკაიძე. მისივე თქმით, ის უკვე დიდი ხანია ბევრი ონლაინ ტოტალიზატორის ვებ-გვერდის მომხმარებელია. ამიტომ იგი თანხების გადარიცხვაგადმორიცხვის დროს გარკვეული შეღავათებით სარგებლობს. ომარ ნაკაიძის თქმით, ამ უპირატესობის გამო მას ხშირად მიმართავენ ფსონის განთავსების მსურველები და მათ მაგივრად თანხების დადებას თხოვენ. გამარჯვების შემთხვევაში კი, გარკვეულ თანხას ნაკაიძესაც უტოვებენ.

DSC_0412

მატჩი 2

.. „ლაზიკა ზუგდიდი vs .. „ჩხერიმელახარაგაული

ფსონი მატჩში გავა 2.5 გოლზე ნაკლები

შედეგი – 2:0 ლაზიკასსასარგებლოდ

დადებული თანხა –7 532 აშშ დოლარი

მოგება 14 125 აშშ დოლარი

საქმის მასალებიდან ირკვევა რომ ყველაზე დიდი თანხა ბრალდებულებმალაზიკასადაჩხერიმელასშორის გამართული მატჩის დროს მოიგეს. ომარ ნაკაიძე, გიგა ბურჯანაძე, დავით გენძეხაძე და იოსებ გიოშვილი დაუკავშირდნენ გიორგი ღელეღუტაშვილს და აცნობეს, რომ 23 მარტს 15 საათზე ზუგდიდში ბაიას საწვრთნელ ბაზაზელაზიკაეთამაშებოდაჩხერიმელა 2009“- და ეს მატჩიჩაწყობილიიყო. გამოძიების ვერსიის თანახმად, მათ უნდოდათ ფსონი დაედოთ იმაზე, რომ მატჩში გავიდოდა 2.5 გოლზე მეტი. თუმცა, როდესაც ონლაინ ტოტალიზატორის ვებგვერდზე ნახეს, რომ ამ ფსონზე კოეფიციენტმა დაიკლო, გადაწყვიტეს დაედოთ თანხა, რომ მატჩში 2.5 გოლზე ნაკლები გავიდოდა. 23 მარტს ამ ჯგუფმა გამოიყენა ღელაღუტაშვილის და ომარ ნაკაიძის ანგარიშებზე განთავსებული თანხები და მოიგო 14 125 აშშ დოლარი.

ფსონის დადების პროცესს დაკითხვისას დედატალურად აღწერს გიორგი ღელაღუტაშვილი: „2015 წლის 23 მარტს, დაახლოებით 12 საათზე მივედი ომარ ნაკაიძესთან სახლში. . ზუგდიდისლაზიკასადა .. ხარაგაულისჩხერიმელასშორის გასამართი მატჩის დაწყებისთანავე ვიღაც ჩვენთვის უცნობი პირი ათავსებდა ფსონებს მეტ გოლზე და ჯამში დადო 95 ათასი აშშ დოლარი, რამაც კოეფიციენტი ძალიან დაწია. როცა 22- წუთზე გავიდა პირველი გოლი, ომარ ნაკაიძემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გიგა ბურჯანაძისთვის უნდა დაგვეკვეთა 2.5-ზე ნაკლები გოლი, რადგან კოეფიციენტი მისაღები იყო. ომარ ნაკაიძემ დაურეკა გიგა ბურჯანაძეს ტელეფონზე და უთხრა რომ მატჩში არ უნდა გასულიყო 2 გოლზე მეტი, რის სანაცვლოდაც ჩვენ გადავიხდიდით 10 ათას ლარს. გიგამ ომარის უთხრა რომ უნდა დაგვემატებინა 3 ათასი ლარი, რომელიც გიგას განმარტებით მას უნდა მიეცა .. ზუგდიდისლაზიკასფეხბურთელებისთვის.

ამის შემდეგ ჩემი ტელეფონით მე დავუკავშირდი გიგას და ყველაფერი იგივე გავუმეორე რაზეც ესაუბრა ომარ ნაკაიძე, ანუ დავთანხმდი 13 ათასი ლარის გადახდაზე თუ კი ორზე მეტი გოლი არ გავიდოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ჩვენთვის სასურველი შედეგით არ დამთავრდებოდა მატჩი, გიგას უნდა გადაეხადა 26 ათასი ლარი. აღნიშნულზე გიგა ბურჯანაძემ თანხმობა განაცხადა. მატჩი დასრულდა ანგარიშით 2:0 .. ზუგდიდის ლაზიკასსასარგებლოდ. მატჩის მსვლელობისას მე და ომარ ნაკაიძემ განვათავსეთ ფსონები. კერძოდ ჩემი betfair.com-დან 4 369 აშშ დოლარი, რომლითაც მოვიგეთ 7 975 აშშ დოლარი და ჯამში ჩემს ანგარიშზე დაირიცხა 12 344 აშშ დოლარი, ხოლო ომარ ნაკაიძის betfair.com-დან განვათავსეთ 3 163 აშშ დოლარი და მოვიგეთ 6 150 აშშ დოლარი, ანუ ომარ ნაკაიძის ანგარიშზე დაირიცხა 9 313 აშშ დოლარი. საერთო ჯამში მოგებამ შეადგინა დაახლოებით 14 000 აშშ დოლარამდე,“ – წერია ღელაღუტაშვილის ჩვენებაში.

პროკურორი გიორგი დავითაშვილი ასე აღწერს მატჩის განმავლობაში კომუნიკაციას: თამაშის მიმდინარეობისას იჯდა წარმომადგენელი სტადიონზე და მას კავშირი ჰქონდა ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრებთან, რომლებიც უშუალოდ აკვირდებოდნენ ონლაინ ტოტალიზატორებში ფსონების  განთავსების საკითხს. გარკვეული მინიშნებებით, როგორიც არის ფეხზე ადგომა, ანიშნებდნენ ფეხბურთელებს რომ უნდა გასულიყო ერთი გოლი. მეორედ ადგებოდა, მაშინ მეორე გოლი უნდა გასულიყო.

თუმცა, დაცვის მხარე ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს. საუბარი არის ჯგუფზე. ერთი აწყობდა თამაშს, მეორე დებდა ფულს, მესამე ელექტრონულად ათავსებდა ფსონს. ანუ ჯგუფია. ყველა რაღაც თავის მოქმედებას ასრულებს. დაახლოებით ასეთი მონახაზია. მაგრამ საქმე ისაა, რომ ეს მტკიცებულებებით არ დასტურდება. არ დასტურდება, რომ ვიღაცამ ვიღაცასთან რაღაც ჩააწყო,“ – ამბობს ომარ ნაკაიძის ადვოკატი არჩილ შაბაშვილი.

საქმეში საკმარისი მტკიცებულებები არ მოიპოვება. მოცულობითია საქმე, 9 ტომია და ბევრი დისკებია (ფარული ჩანაწერებით), მაგრამ მტკიცებულება იმისა, რომ დანაშაული მოხდა, არ არსებობს,“ – მიაჩნია შაბაშვილს.

DSC_0422 (1)

მატჩი 3

.. „სტუ თბილისი vs. .. „ჩხერიმელახარაგაული

ფსონი.. „სტუ თბილისიმოიგებს

შედეგი – 3:0 სტუ თბილისისსასარგებლოდ

დადებული თანხაფსონი არ გაკეთებულა

მოგება  – მოგება არ ყოფილა

საქმეში არის მესამე ეპიზოდიც, რომლის შესახებაც ისევ მთავარი მოწმე გიორგი ღელაღუტაშვილი გვიყვება: ოთარ შენგელიამ მითხრა, რომ .. „ხარაგაულის ჩხერიმელასწარმომადგენლებს ესაუბრა და ისინი დათანხმდნენ 10 ათასი ლარის სანაცვლოდ მატჩის დათმობას, ხოლო კომბინაციებზე, ანუ მატჩში გავიდოდა თუ არა 5 ან 6 გოლი, ჯერ კიდევ უნდა დალაპარაკებოდა მათ და შესაძლებელი იყო თანხის დამატება გამხდარიყო საჭირო. მე ვუთხარი ოთარ შენგელიას, რომ 5 გოლი თუ გავიდოდა მატჩში, გადავუხდიდი 15 ათას ლარს, თუ გავიდოდა 6 გოლი გადავუხდიდი 16 ათას ლარს, თუ უბრალოდ მოიგებდა მისი გუნდი ნებისმიერი ანგარიშით გადავუხდიდი 12 ათას ლარს, ხოლო თუ მოიგებდა პირველ ტაიმსაც და მეორე ტაიმსაც გადავუხდიდი 14 ათას ლარს.

აღნიშნულზე ოთარ შენგელიამ თანხმობა განაცხადა და მითხრა, რომ მატჩის დაწყებამდე ერთი საათით ადრე ტელეფონით შემატყობინებდა თუ რომელი შედეგისჩაწყობასშეძლებდა. შემითანხმა, რომ თუ მატჩში გავიდოდა 6 გოლი, ტელეფონში მეტყოდა რომ სუფრა იშლება 6 საათზე, თუ გავიდოდა 5 გოლი მეტყოდა სუფრა იშლება 5 საათზე, თუ მატჩის ორივე ტაიმს მოიგებდა სუფრა იშლება 2 საათზე და თუ მატჩი დასრულდებოდა მისი გამარჯვებით ნებისმიერი ანგარიშით ტელეფონში იტყოდა, სუფრა იშლება 1 საათზე“.

მატჩის დაწყებამდე დაახლოებით 30 წუთით ადრე დამირეკა ოთარ შენგელიამ და ითხრა, რომ სუფრა იშლება 1 საათზე, რაც ნიშნავდა იმას, რომ შეთანხმება .. „ხარაგაულის ჩხერიმელასთანშედგა და მისი გუნდი იგებდა მატჩს ნებიმიერი ანგარიშით.

მატჩი დასრულდასტუ თბილისისგამარჯვებით 3:0. ღელაღუტაშვილის განმარტებით ამ თამაშზე ფსონები არ დადებულა.

ამის შემდეგ, ანტიკორუფციული სააგენტოს ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ 24 აპრილს ოთარ შენგელიასთვის  გადამეცა დაპირებული თანხის, 12 ათასი ლარის ნაწილი, 5 ათასი ლარი. მე დავურეკე ოთარ შენგელიას, რომელმაც მითხრა რომ სუფრა მზადდებოდა და მელოდებოდა გლდანში. შევხვდი ოთარ შენგელიას დათქმულ ადგილზე, რა დროსაც მას ხელიდან ხელში გადავეცი 5 ათასი ლარი, რომელიც მან თვითონ გადაითვალა და მკითხა როდის გადავცემდი დარჩენილ 7 ათას ლარს,ყვება ღელაღუტაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლისგან თანხის აღების ფაქტს არ უარყოფს ოთარ შენგელიას ადვოკატი, დავით მოდებაძე. იგი დანაშაულს ვერ ხედავს: მიდიან მასთან და ეუბნებიანხვალ შენ გაქვს თამაში და ეს თამაში უნდა მოიგო. ეს ეუბნება მე ისედაც ვიგებ ამ თამაშს, მეტოქე მყავს სუსტი. მე გამარჯვებაზე ვმუშაობ, წაგებაზე არ ვმუშაობ. იმაში, რომ მან მოუგო მოწინააღმდეგეს, აძლევენ ფულს. მან ფული აიღო, მაგრამ დანაშაულის შემადგენლობა საქმეში არ დევს. შეიძლება, ეს საქციელი გამართლებული ზნეობრივად და მორალურად არაა, მაგრამ საქმეში სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩანს.

თავიანთი დაცვის ქვეშ მყოფი პირების უდანაშაულობაზე საუბრობენ სხვა დამცველებიც. დავით გენძეხაძის ადვოკატი გოჩა თედიაშვილი ამბობს, რომ მის კლიენტს სიცოცხლის ბოლომდე აუკრძალეს საფეხბურთო საქმიანობა, იმის მიუხედავად რომ 3 179 გვერდისგან შემდგარ საქმეში არ არსებობს არანაირი მტკიცებულება გენძეხაძის წინააღმდეგ: „ღელაღუტაშვილი ამბობს, რომ გენძეხაძემ სამი მატჩი მოისყიდა. მაგრამ ვის მისცა ფული, მისცა თუ არა საერთდ ფული, რამდენი მისცა? ამის შესახებ არაფერი არ არის. გამოკითხულიც კი არავინ არის.

პროკურატურისგან შეთავაზება არის ყოველთვის, რომ იქნებ საპროცესო გავაფორმოთო. ჩვენ არ მივდივართ. ანუ უნდა აღიარო, მაგრამ როგორ უნდა აღიაროს? რა უნდა აღიაროს? ღელაღუტაშვილის ჩანერგვის მიზანი იყო, რომ უნდა რაღაც გამოევლინა. მაგრამ ფაქტობრივად ღელაღუტაშვილი თვითონ თამაშობს და ათავსებს ფსონებს. ამათაც უბიძგეს და ეს არის დანაშაულის პროვოცირება,“ – ამბობს თედიაშვილი.

საფეხბურთო კლუბჩხერიმელასყოფილი ფეხბურთელების გიორგი გოდერიძის და თეიმურაზ სანიკიძის ადვოკატი, თეიმურაზ ბენიძე იმასაც ამბობს, რომ ბრალდებულები ერთმანეთს საერთოდ არ იცნობდნენ: ზოგიერთმა ბრალდებულმა ერთმანეთი სასამართლო დარბაზში გაიცნო, როდესაც პირველი სხდომა გაიმართა.

მსაჯების დაკავება

ამ საქმეს წინ მსაჯების გახმაურებული დაკავება უძღოდა. ორი წლის წინ 8 მსაჯი დააკავეს, მათ შორის ფიფას მსაჯი, თორნიკე გვანცელაძე. მის ინტერესებს ადვოკატი დავით მოდებაძე იცავდა.

გამოძიების ვერსიით, 2014 წლის სექტემბერში თორნიკე გვანცელაძე გარკვეული თანხის სანაცვლოდ გაურიგდა პიროვნებას, რომ კონკრეტულ მატჩში დანიშნავდა 5 აუტზე მეტს.

ოფიციალური განცხადების თანახმადგამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული პირები 2 500-დან 5 000 აშშ დოლარამდე თანხის სანაცვლოდ წინასწარ ურიგდებოდნენ მოქალაქეებს მათი მსაჯობით ჩასატარებელ თამაშებში ფეხბურთელთა დასაჯარიმებელი ყვითელი და წითელი ბარათების რაოდენობაზე, რასაც ზედმიწევნით ზუსტად ასრულებდნენ. ამ სქემით ბრალდებულები აღნიშნულ მოქალაქეებს საშუალებას აძლევდნენ წინასწარ გაკეთებული ფსონით მოგება მიეღოთ“.

ფეხბურთის ფედერაციადავით მოდებაძე თავისი კლიენტის უდანაშაულობაზე საუბრობს: „ჩანერგილი თანამშრომელი მივიდა მასთან და უთხრა რომ ამ კონკრეტულ თამაშზე როგორც მსაჯმა უნდა დადო 6 აუტიო. ანუ 6 აუტი უნდა იყოს დადებული იმის მიუხედავად ამის საფუძველი იქნება თუ არა. ამის სანაცვლოდ ეს პიროვნება იხდიდა გარკვეულ თანხას. გვანცელაძე ეუბნებოდა რომ არ სურდა ამის გაკეთება. პიროვნებამ უთხრა გვანცელაძეს, რომ მე მჭირდება თამაშში დაფიქსირდს 5 აუტზე მეტი და კონკრეტულად, აი, ამ თანხას ვიხდიო. ამ თამაშში დაიდო 7 აუტი. ამის შემდეგ ხდება ის, რომ ეს პიროვნება მიდის და ფულს აძლევს. ეს ფული არის დანომრილი და გვანცელაძეს იჭერენ.

მოგეხსენებათ როდესაც მსაჯი თამაშს ატარებს, იკრიბება ჯგუფი რომელსაც ხელმძღვანელობს კომისარი და დებს დასკვნას რამდენად ობიექტური იყო ესა თუ ის მსაჯი. კომისარმა უმაღლესი ქულა დაუწერა და თქვა, რომ ყველა აუტი და კუთხური იყო დადებული ობიექტურად. გვანცელაძის საქციელი არ არის სპორტსმენი კაცის საქციელი და სწორი საქციელი. მორალურად და ზნეობრივად ეს არის გაუმართლებელი. მაგრამ დანაშაული არ ჩაუდენია,“ – ამბობს მოდებაძე.

სასამართლომ მსაჯები დამნაშავეებად ჯგუფურად ჩადენილი კომერციული მოსყიდვის გამო სცნო. ეს მუხლი სასჯელის სახით 4დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თუმცა, 5 მათგანი ვადამდე გათავისუფლების კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე გამოუშვეს, სამი კი პრეზიდენტმა შეიწყალა.

სპორტულ ვებგვერდ sportall.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში (დაახლოებით ერთი წლის წინ) მსაჯთაგან ერთერთი, ოთარ ხუცაძე ამბობდა, რომ პირველ ლიგაში (მეორე დივიზიონში) მსაჯობისთვის, გასამრჯელო ასეთი იყო: „მთავარი მსაჯი 150 ლარს იღებს, ლაინსმენი 100, ხოლო მეოთხე არბიტრი 60.

მატჩის გადადება

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქართულ ფეხბურთში კიდევ ორი სკანდალური მოვლენა მოხდა.

2015 წლის ნოემბერში საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის მე-16 ტურის მატჩი გადაიდო. ხობისკოლხეთსადა ცხინვალისლიახვსშორის გასამართი თამაშის გადადების მიზეზი სატელეფონო ზარი გახდა. „ლიახვისერთერთ ფეხბურთელს გარკვეული შედეგის უზრუნველყოფისთვის გასამრჯელო შესთავაზეს. ფეხბურთელმა მომხდარის შესახებ კლუბის ხელმძღვანელობას უამბო. ხელმძღვანელობამ კი მომხდარის შესახებ ფეხბურთის ფედერაციას შეატყობინა.

ლევან კობიაშვილი ხობში თამაშის დღეს ჩავიდა. მაშინ ის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ერთი თვის არჩეული იყო.

იყო ინფორმაცია, რომ რაღაც ხდებოდა იქ. ყოველ შემთხვევაში მცდელობა იყო. იმიტომ ჩავედი, რომ მინდოდა პირადად ამ ადამიანისგან მომესმინა. ჩავედი თამაშამდე, მქონდა საუბარი ფეხბურთელთან, რომელმაც დაადასტურა ეს ფაქტი რომ ვიღაცა წინა დღეებში დაუკავშირდა და რაღაცა შეთავაზება ამ კუთხით იყო. მივიღე გადაწყვეტილება, რომ თამაში არ ჩატარებულიყო, რადგან, ჩემი აზრით, რაღაც საფრთხე არსებობდა. გადაწყვეტილება რაც მე მივიღე, პირდაპირ გეტყვით რომ არ იყო მარტივი. იმასაც გეტყვით, რომ ყველა ასეთ ზარზე ფეხბურთის ფედერაცია თამაშს ვერ ჩაშლის.

საქართველოს  ფეხბურთის ფედერაციამ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობის მემორანდუმიც გააფორმა. ასევე ფედერაციის სტრუქტურაში გარიგებულ თამაშებთან საბრძოლველად ახალი ერთეული –  სპორტული სამართლიანობის დეპარტამენტი დაამატეს.

ბუნებრივია ფეხბურთის ფედერაცია არ ვართ საგამოძიებო უწყება, მაგრამ იმ რესურსით რაც გაგვაჩნია, მაქსიმალურად ვიქნებით ჩართულები იმ პროცესებში, რომ გამოვავლინოთ ეს დანაშაულები. ასე საჯაროდ რა როგორ არის და როგორ მუშაობს, ვერ ვისაუბრებთ. ჩვენ თუ გავამჟღავნეთ სად რას ვაკეთებთ, მაშინ შედეგს ვერ მივიღებთ,“ – აცხადებს ლევან კობიაშვილი.

უახლესი გარიგებული თამაში

ფოტო გამოქვეყნებული იყო www.keda.ge-ს მიერ

ფოტო გამოქვეყნებული იყო www.keda.ge-ს მიერ

სპორტული სამართლიანობის დეპარტამენტი ორი თვის შექმნილი იყო, როდესაც მაისში მორიგი გარიგებული მატჩი გამოავლინა. საუბარია ხობისკოლხეთსა და ქედასბეთლემსშორის გამართულ თამაშზე, რომელიცკოლხეთისგამარჯვებით 4:1 დასრულდა. ამ მატჩის ვედეო ჩანაწერის გაცნობის შემდეგბეთლემის“ 4 მოთამაშეს და მწვრთნელის ასისტენტს სამუდამოდ აეკრძალათ ფეხბურთში მოღვაწეობა, კლუბი კი მოიხსნა თამაშებიდან, დაქვეითდა რანგით უფრო დაბალ დივიზიონში და დაეკისრა ჯარიმა 50 ათასი ლარი.

თითქმის სამწუთიან ვიდეოში ორივე გუნდის ფეხბურთელი მოედანზე ძალიან ნელა გადაადგილდება. ერთერთ ეპიზოდში ქედელთა მეკარე ბურთს თანაგუნდელს აწვდის, რომელსაც შეტევის წამოწყების უამრავი შესაძლებლობა და დრო აქვს. შეუძლია მაჯვნივ გააკეთოს პასი, მარცხნივ ან სულაც წინ უმისამართოდ დაარტყას. თუმცა, ის ირჩევს ყველაზე რთულ ვარიანტს: 5-7 მეტრის მოშორებით, თავისი საჯარიმოს გასწვრივ მყოფ ორ მეტოქე ფეხბურთელს შორის ბურთს მოშორებით მდგომ თავის სხვა თანაგუნდელს აწვდის. ამ უკანასკნელსაც შეუძლია ბურთის მოშორება, მაგრამ ის პირდაპირ საკუთარი კარისკენ არტყავს. ამ დროს მეკარე კარიდანაა გამოსული დაბეთლემისკარში მორიგი გოლი გადის. ვიდეოში ისმის მცირერიცხოვანი გულშემატკივრის ოვაციები და სიცილი.

ქედასბეთლემისშესახებ თავის ჩვენებებში არაერთხელ საუბრობს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი გიორგი ღელაღუტაშვილიც: „ერთერთი კორპუსის ბინაში შევხვდით .. „ბეთლემის ქედასფეხბურთელებს. ჩვენთან საუბრისას მათ განაცხადეს, რომ რამდენიმე დღის წინ წაგებული ჰქონდათ 90 ათასი დოლარი, მაგრამ დაგვარწმუნეს, რომ თუ  თანხაზე შევთანხმდებოდით ისინი მზად იყვნენ მატჩი დაესრულებინათ ჩვენთვის სასურველი შედეგით. თქვეს, რომ მიზნის მისაღწევად ისინი მზად იყვნენ საკუთარ კარშიც კი გაეტანათ გოლები.

ღელაღუტაშვილის თქმით, ეს მატჩები ტოტალიზატორებს პროგრამაში არ შეუყვანიათ და ამიტომ ფსონებიც არ გაკეთებულა. ჩვენებაში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ როგორ მოახერხეს 90 ათასი აშშ დოლარის წაგებაბეთლემისფეხბურთელებმა.

ფეხბურთის ფედერაციაში მიაჩნიათ, რომ გარიგებულ მატჩებთან ბრძოლა მხოლოდ ფაქტების გამოვლენით და დამნაშავეების დასჯით არ უნდა შემოიფარგლებოდეს. ამგვარი შემთხვევების მინიმუმამდე დასაყვანად პროცესში საზოგადოებაც და სახელმწიფოც უფრო აქტიურად უნდა ჩაებას.

ჩვენს ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში არის პრობლემა იგივე დაფინანსების ან ჩემპიონატის გაუმართაობის კუთხით, ამიტომ მათთვის (ორგანიზებული ჯგუფებისთვის) ადვილი ხდება ასეთი რაღაცეების კეთება,” – ამბობს ლევან კობიაშვილი. “როდესაც, ყველაფერი კარგადაა და მაყურებელიც ბევრი დადის, თვითონ გარემო ისეთია, ალბათობა რომ ვიღაცა სადღაც მივიდეს და რაღაც შესთავაზოს, ნაკლებია. მაგრამ როდესაც არეულია სიტუაცია და დაულაგებელია, ადვილია ასეთი რაღაცეების კეთება. ამიტომაც არის ეს განსაკუთრებით ქვედა ლიგებში.ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, გერმანიის პირველ და მეორე დივიზიონებში ჩატარებული 400-ზე მეტი მატჩისგან შემდგარი კარიერის განმავლობაში, მისთვის თამაშის ჩაწყობა არასოდეს შეუთავაზებიათ.

კობიაშვილი გერმანიაში კარგად ანაზრაურებადი ფეხბურთელი იყო. „ჩხერიმელასყოფილი მოთამაშე, ამჟამად ბრალდებული გიორგი გოდერიძე კი თავის ხელფასს საქმის მასალებში ასე აღწერს: „გუნდში ჩარიცხვისთანავე ხელძღვანელობამლიბერთი ბანკშიდამიმზადა სახელფასო პლასტიკური ბარათი. განსაზღვრული ხელფასი იყო 500 ლარი, თუმცა, 5 თვის განმავლობაში მხოლოდ სამჯერ მაქვს აღებული ხელფასი.

უეფას გავუგზავნეთ კითხვები საქართველოში გარიგებული მატჩების კუთხით არსებული მდგომარეობის გასარკვევად და სხვა ქვეყნებთან შესადარებლად. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოსგან ასეთი პასუხი მივიღეთ: „უეფა აკვირდება უეფა შეჯიბრებების მატჩებს და 55 წევრი ქვეყნის ორი უმაღლესი დივიზიონის თამაშებს (სეზონში დაახლოებით 32 ათასი მატჩი). ზოგადად, ჩვენ არ ვასაჯაროებთ დეტალებს თუ არ არის აღძრული დისციპლინარული საქმე ან უკვე მიღებულია ოფიციალური გადაწყვეტილება. სხვა ინფორმაცია ჩაწყობილი მატჩების წინააღმდეგ უეფას ბრძოლის შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ ამ ბმულზე.”

ამავე თემაზე იხილეთ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტის, ლაშა კვესელაძის მიერ მომზადებული სიუჟეტი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი