ახალი ამბები

“ხობში ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით დევნიან”

16 მარტი, 2012 • 1307
“ხობში ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით დევნიან”

“ხობში ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით დევნიან,” – აცხადებს “ქართული ოცნების” ხობის ოფისი ხელმძღვანელი მამუკა ქარდავა.

მისი თქმით, ხობში რამდენიმე ადამიანი სამსახურიდან სწორედ პოლიტიკური ნიშნით დაითხოვეს. ქარდავას განცხადებით, ანჟელა ქანთარია პროფესიული სწავლების ცენტრიდან იმის გამო დაითხოვეს, რომ ის “ქართული ოცნების” შტაბის წევრის მეუღლეა, თუმცა ამ ინფორმაციას უარყოფს ამავე ცენტრის ხელმძღვანელი რუზანა თათარიშვილი. თათარიშვილი ამბობს, რომ მის სამსახურში შტატები შემცირდა და ამის გამო დაითხოვა რამდენიმე თანამშრომელი.

სოფელ ნოჯიხევის #1 საბავშვო ბაღის მთავარი სპეციალისტის თანამდებობიდან გაათავისუფლეს მაია ცქირია, რომელიც „ქართული ოცნების“ შტაბის უფროსის ცოლის დაა. საბავშვო ბაღების გაერთიანების მთავარი სპეციალისტის მანანა წულეისკირის განმარტებით, ცქირია სამსახურიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე გაათავისუფლეს.

მამუკა ქარდავას თქმით, ხობში, სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, მასიბრივი დაკითხვები კონტროლის პალატას არ განუხორციელებია, რადგან, როგორც თავად ამბობს, ამ რაიონში ივანიშვილის სასარგებლო ხელმოწერებს ადგილი არ ჰქონია.

მასალების გადაბეჭდვის წესი