ახალი ამბები

ქართულმა ოცნებამ შიდა ქართლში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

31 ივლისი, 2016 • 2152
ქართულმა ოცნებამ შიდა ქართლში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

“ქართულმა ოცნებამ” დღეს, 31 ივლისს, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში შიდა ქართლში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

გორში გამართულ მოსახლეობასთან შეხვედრაზე, კანდიდატები პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა. ქალაქ გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება იოსებ მაკრახიძე, გორის მუნიციპალიტეტში კი იქნება თენგიზ ხუბულური.

ხაშურის მუნიციპალიტეტში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დაასახელეს ვალერი გელაშვილი, ქარელში გიორგი – თოთლაძე, ხოლო კასპში – ირაკლი მეზურნიშვილი.

სიტყვით გამოსვლისას გუორგი კვირიკაშვილმა ყურადღება გაამახვილა რეგიონში ცხოვრები დევნილებისა და კონფლიქტის რეგიონში მცხოვრებთა საცხოვრებელ პირობებზე.

“დაგეგმილი გვაქვს 2017 წელს მთლიანად გადავჭრათ შიდა ქართლში დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პრობლემა. ყურადღებას და მზრუნველობას არ ვაკლებთ საზღვისპირა სოფლებს. გავახორციელეთ პროექტები, რომლებიც დარწმუნებული ვარ შეუმსუბუქებს ცხოვრებას ჩვენს ხალხს, რომლებსაც მორალურადაც და ფიზიკურადაც ურთულეს პირობებში უწევთ ცხოვრება. მინდა მათ ვუსურვო გაძლეობა და ვუთხრა, რომ ჩვენ, სახელმწიფო – მათ გვერდზე ვართ.”

“საოკუპაციო ზოლთან არსებულ სოფლებში, და ასეთია 56 სოფელი, უკვე დასრულდა გაზიფიცირება. 2017 წლის ბოლომდე ყველა სოფელს ექნება წყალი. მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს ამ ზონაში მცხოვრებ ახალგაზრდებს განათლების მიღებაში. ვაფინანასებთ ბაკალავრიატს და სამაგისტროს სწავლის საფასურს. მინდა გითხრათ, რომ კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ იმისათვის, რომ შევუმსუბუქოთ მორალური ტვირთი ამ სოფლების მოსახლეობას”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საგადასასახო რეფორმა და მეწარმეობის ხელშეყობა, ეკონომიკაზე ორიენტირებული განათლება, გამართული ინფრასტრუქტურა, მმართველობის ეფექტიანი სისტემა – ეს არის ის, რაც ადამიანების ცხოვრებას მაქსიმალურად შეცვლის უკეთესობისკენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი