საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა შესაძლოა თანამდებობა პირველი აგვისტოდან დატოვოს.
სამინისტროში ნეტგაზეთს განუმარტეს, რომ ხიდაშელს გათავისუფლების თხოვნით პერმიერისთვის განცხადებით არ მიუმართავს და ამის შესახებ გადაწყვეტილება გიორგი კვირიკაშვილმა უნდა მიიღოს:
“დღეს, დღის მეორე ნახევარში თინა ხიდაშელმა მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილების შესაბამისად, მიიღოს გადაწყვეტილება თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ პირველი აგვისტოდან – განუცხადეს “ნეტგაზეთს” თავდაცვის სამინისტროში.
თავად თავდაცვის მინისტრს თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება არ დაუწერია.
[checklist]
- 12 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ორი მინისტრი რესპუბლიკური პარტიიდან დატოვებდა თანამდებობას – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განაცხადა “რესპუბლიკური პარტიის” საგანგებო ბრიფინგზე;
- მაშინ უსუფაშვილმა განაცხადა, რომ რესპუბლიკურმა პარტია მზად იყო, რომ მათი წევრები დარჩენილიყვნენ მთავრობაში არჩევნების ბოლომდე, თუმცა “ქართულმა ოცნებამ” სხვაგვარად გადაწყვიტა: ” ჩათვალა, რომ მრავალპარტიული, კოალიციური მთავრობა წინასაარჩევნო კამპანიის დროს არის მიუღებელი”;
- 12 ივლისს ცნობილი გახდა, რომ რესპუბლიკელმა მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა პარტია დატოვა და თანამდებობაზე რჩება.
- რესპუბლიკურმა პარტიამ 27 მარტს განაცხადა, რომ ისინი დატოვებდნენ კოალიცია “ქართულ ოცნებას” და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებდნენ მონაწილეობას.
- თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრად 2015 წლის 1 მაისს დანიშნეს და ის საქართველოში პირველი ქალი თავდაცვის მინისტრი იყო
[/checklist]