ნეტგაზეთი | კინწურაშვილი: თამარ ივერს ღირსების შელახვისთვის სასამართლოში ვუჩივლებ კინწურაშვილი: თამარ ივერს ღირსების შელახვისთვის სასამართლოში ვუჩივლებ – Netgazeti
RU | GE  

კინწურაშვილი: თამარ ივერს ღირსების შელახვისთვის სასამართლოში ვუჩივლებ

ოპერის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი, დავით კინწურაშვილი კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოთხოვნას თანამდებობის დატოვების შესახებ არ დაეთანხმა. შედეგად, მინისტრმა ის თავად დაითხოვა. როგორც კინწურაშვილი “რუსთავი 2”-თან საუბარში აცხადებს, მინისტრის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რადგან საქართველოში ემოციური განაცხადები არ უნდა ხდებოს ადამიანის სამსახურიდან ადამიანის გაშვების მიზეზი. სამინისტროს მის მიმართ წაყენებული ბრალდებები უნდა გამოეკვლია.

დავით კინწურაშვილი იმასაც აცხადებს, რომ ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო საოპერო მომღერლის თამარ ივერის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს. თამარ ივერი ყოფილ სამხატვრო ხელმძღვანელის გადადგომას მოითხოვდა და მას ბრალს სდებდა ოპერაში განვითარებულ მოვლენებში. კინწურაშვილს აცხადებს, რომ საოპერო გუნდი მის წინააღმდეგ სწორედ თამარ ივერმა განაწყო და სისტემურად ავრცელებდა სიცრუეს მასზე.

“ადამიანის პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო მე ქალბატონი თამარ ივერის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შევიტან. იმიტომ რომ მან დააანონსა, მან მოახერხა, მას დაუჯერეს და მე არ მინდა, რომ საქართველოში ისევ უკანონობა იყოს და შეეძლოს ადამიანების მასას, თუმდაც იმიტომ რომ ხმაურს იწვევენ, ბევრად ძლიერები იყვნენ, ვიდრე კანონი.” – აცხადებს კინწურაშვილი.

ოპერის მომღერალი, დავით კინწურაშვილს სოციალურ ქსელშიც არაკორექტურად მოიხსენიებდა.

ოპერის დასსა და მის ყოფილ სამხატვრო ხელმძღვანელს შორის დაპირისპირება რამდენიმე თვის წინ გამწვავდა. მომღერალთა და ორკესტრის ნაწილმა 25 ივლისს, დავით კინწურაშვილის გადაყენების მოთხოვნით აქცა კულტურის სამინისტროსთანაც გამართა. დაახლოებით 300-კაციანი დასის 170-მა წევრმა, ხელმოწერით საკუთარი პრეტენზიები სამინისტროს 18 ივლისს გადასცა. მინისტრმა მას გადადგომისაკენ მოუწოდან, თუმცა კინწურაშვილმა მოთხოვნა არ გაითვალისწინა. შედეგად 26 ივლისს, ის სამსახურიდან მიხეილ გიორგაძემ გაათავისუფლა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი