ახალი ამბები

ზვიად კუპრავამ მასზე თავდასხმის გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა

27 ივლისი, 2016 • 1544
ზვიად კუპრავამ მასზე თავდასხმის გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა

დღეს, 27 ივლისს, არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართალდამცველთა რეფორმების ცენტრის” დირექტორმა, ზვიად კუპრავამ მასზე განხორციელებული სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცყოფის/მუქარის გამოძიების მოთხოვნით მთავარ პროკურატურაში განცხადება შეიტანა.

ზვიად კუპრავას განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაცია დაფუძნებიდან აქტიურად მუშაობს და აშუქებს საზოგადოებრივად აქტიურ თემებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მათ არაერთხელ მოვითხოვეს უკანონოდ დათხოვნიი საჯარო მოხელეების საქმეზე გამოძიების დაწყება, კორტავას საქმის სრულყოფილი გამოძიება, ყუშიტაშვილის საქმის გამოძიება, პოლიტიკოსების ცემის ფაქტების გამოძიება და ბოლოს ე.წ. პოლიტპატიმრების საქმეების გადახედვა და იქ არსებული კორუფციული ფაქტების გამოძიება, რაც არაერთხელ გახდა მისი, როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიმართ აგრესიის საფუძველი.

“გუშინ, 26 ივლისს, ტელეკომპანია “პირველის” გადაცემაში, 16:00 საათზე, ვახო სანაიასთან ვიყავი სტუმრის სტატუსით, რომელიც დამთავრდა დაახლოებით 17:00 საათზე, რის შედეგადაც დავტოვე სტუდია და შენობიდან გამოვედი გარეთ, რა დროსაც ხულიგნურად თავს დამესხა სანდრო ბრეგაძე და მასთან ერთად მყოფი დაახლოებით 5-6 ადამიანი, რომლებმაც ქუჩაში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე მომაყენეს როგორც სიტყვიერი ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა, ასევე იყო მუქარა ჩემი მისამართით,” – აცხადებს კუპრავა.

განცხადება საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის სახელზეა დაწერილი. სამართალდამცავთა რეფორმების ცენტრი პროკურატურას თხოვს, აღნიშნულთან დაკავშირებით სასწრაფო ზომების მიღებასა და ფაქტის სამართლებრივ შეფასებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი