ახალი ამბები

არჩილ გეგეშიძე აშშ-ში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე რჩება

26 ივლისი, 2016 • 2286
არჩილ გეგეშიძე აშშ-ში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე რჩება

დღეს, 26 ივლისს, ამბასადორიალზე მყოფმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, რომ საქართველოს ელჩი აშშ-ში, არჩილ გეგეშიძე, თანამდებობაზე რჩება.

“გეგეშიძე რჩება თანამდებობაზე. მან გააკეთა განმარტებები. ჩვენ ვისაუბრეთ, რა თქმა უნდა, ელჩს მეტი წინდახედულება მართებს, როდესაც ასეთი ტიპი კომუნიკაცია ხდება, თუმცა თემატურად იყო საკითხი ამოწურული”, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ამბასადორიალზე იმყოფებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშშ-ში, არჩილ გეგეშიძე. მან განაცხადა, რომ უკვე გააკეთა კომენტარები ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით და თქვა, რომ მისი ნათქვამის ინტერპრეტირება მოხდა:

“ის ინტერპრეტაციები, რაც მიეცა ზოგადად, მედიაში, საზოგადოებაში, ამ ამბავთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას, ეს ჩემთვის იყო ასე ვთქვათ, უცნაური და მიუღებელი”, – განაცხადა არჩილ გეგეშიძემ 26 ივლისს ამბასადორიალზე ჟურნალისტებთან საუბრისას.

საუბარია “ნეტგაზეთის” ბლოგერთან, ია მერკვილაძესთან ჩაწერილ ინტერვიუზე, – ინტერვიუში არჩილ გეგეშიძემ თქვა, რომ მმართველ გუნდში პრორუსული ძალები არსებობენ, და ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ამ საკითხის მიმართ პლურალისტური მიდგომა არსებობს. ამ განცხადების გამო 6 ივლისს არჩილ გეგეშიძე თბილისში, საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი