ახალი ამბები

აფეთქება ქაბულში: დაიღუპა 61 და დაშავდა 200 ადამიანი

23 ივლისი, 2016 • 1914
აფეთქება ქაბულში: დაიღუპა 61 და დაშავდა 200 ადამიანი

დღეს, 23 ივლისს, ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში საპროტესტო აქციის დროს მომხდარი შეტაკების შედეგად, ბოლო მონაცემებით, 61 ადამიანი დაიღუპა და 200 დაშავდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებულმა ახალი ამბების სააგენტო “ამაქმა” განაცხადა, რომ ქაბულში, შიიტების შეკრებაზე აფეთქდა ქამარზე დამონტაჟებული ბომბები.

ბრიტანული გამოცემის ცნობით, დე მაზანგის მოედანზე შეტაკების სამიზნე იყო ჰაზარის შიიტების უმცირესობა, რომლებიც ახალ ენერგოხაზებს აპროტესტებდნენ. ბიბისის ინფორმაციით, პროტესტის მიზეზი იყო ის, რომ ენერგოხაზების შემოვლითი გზები მათ საცხოვრებელ ადგილებზე გადიოდა.

როგორც BBC იუწყება, თალიბანმა ქაბულში განხორციელებული თავდასხმა დაგმო. თალიბანის წარმომადგენელმა მუჯაჰიდმა ელექტრონული წერილი გაუგზავნა მედიას, სადაც შეტაკებასთან კავშირს გამორიცხავს.

ბიბისის ინფორმაციით, ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს თავისი წარმომადგენელი ჰყავს აღმოსავლეთ ავღანეთში, მაგრამ აქამდე დედაქალაქზე განხორციელებული თავდასხმები არ უღიარებიათ.

ჰაზარები - მეტწილად მუსლიმი შიიტები - მესამე უდიდესი ჯგუფი ავღანეთში. ფოტო: EPA

ჰაზარები – მეტწილად მუსლიმი შიიტები – სიდიდით მესამე ჯგუფი ავღანეთში. ფოტო: EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი