ახალი ამბები

ნგრევის შედეგად მერვეკლასელი დაიღუპა

6 მარტი, 2012 •
ნგრევის შედეგად მერვეკლასელი დაიღუპა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში საჯარო სკოლასთან მდებარე ყოფილი საქვაბეს შენობის ნგრევის შედეგად ამავე სკოლის მერვე კლასის მოსწავლე დაიღუპა, დაშავებული მეათეკლასელი კი თელავის რაიონულ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

რუისპირის საჯარო სკოლის დირექტორი “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ ბავშვები მიტოვებულ შენობაში შესაძლოა სიგარეტის მოსაწევად იყვნენ გასულები. თელავის გამგებლის მოადგილე თედო ხოსროშვილი აცხადებს, რომ უბედური შემთხვევა გაკვეთილებს შორის შესვენების დროს მოხდა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, რომ ბავშვები მე-2 გაკვეთილიდან გაიპარნენ, რაც დაფიქსირებულია პედაგოგის მიერ სკოლის ჟურნალში. სამინისტროს ცნობით, აღნიშნულ საჯარო სკოლაში, ისე როგორც სხვა სოფლების სკოლებში, მანდატურები არ მუშაობენ.

თელავის რაიონულ საავადმყოფოში “ნეტაგაზეთს” განუცხადეს, რომ მეათეკლასელი მოსწავლე ფეხის მოტეხილობით რეანიმაციაში წევს და მისი თბილისში, კატასტროფიის ცენტრში გადაყვანა იგეგმება.

მასალების გადაბეჭდვის წესი