ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში 4.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

ილიაუნის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ცნობით, მიწისძვრა თბილისიდან 57 კილომეტრში, ქალაქ დმანისის დასავლეთით 12 კილომეტრში, სოფელ სოღუთლოსთან 1 კილომეტრში დაფიქსირდა.

ქალაქ დმანისთან ახლოს მიწისძვრა უკვე მეორედ მოხდა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, 12 ივლისს თბილისიდან 53 კილომეტრში 4,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *