ნეტგაზეთი | საქართველოში 4,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა საქართველოში 4,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა – Netgazeti

საქართველოში 4,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

თბილისიდან 53 კილომეტრში, ქალაქ დმანისთან ახლოს 4,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

ილიაუნის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი  სოფელი სოღუთლოა.

დმანისის მუნიციპალიტეტში ჯერ არ ფლობენ ინფორმაციას, მიადგა თუ არა სოფელს რაიმე სახის ზიანი. როგორც მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში აცხადებენ, სოფლიდან შეტყობინება არ მიუღიათ და ადგილზე ვითარებას თავად გაეცნობიან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.