ჭიაბერაშვილი: საკონსტუტიციო სასამართლო ბოლო ბარიერია”რუსთავი 2″-ის ხელში ჩასაგდებად

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, საერთო სასამართლოების სისტემის სრულად დამორჩილების შემდეგ, საკონსტუტიციო სასამართლო ბოლო ბარიერი იმისათვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა „რუსთავი 2“ ხელში  ჩაიგდოს:

„ საკონსტუტიციო სასამართლოს თითოეულ მოსამართლეს მართლაც ძალიან დიდი ისტორიული პასუხისმგებლობა აკისრია. თუმცა ასევე უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ მთელი ამ თვეების და წლების განმავლობაში თვითონ საკონსტუტიციო სასამართლოს მოსამაართლეები არაერთხელ გახდნენ ღია შეტევის მსხვერპლნი, როდესაც მათ სახლებთან ბიძინა ივანიშვილის მთავრობის მიერ დაქირავებული ადამიანები  შეტევებს აწყობდნენ,” – აცხადებს ჭიაბერაშვილი.

მისი თქმით, სასამართლო სისტემა მორღვეულია:

” ქვეყნისათვის სავალალოა, როდესაც სასამართლო სისტემა სრულად მორღვეულია ბიძინა ივანიშვილის მიერ და ამას პირდაპირი გავლენა აქვს როგორც წინასაარჩევნო გარემოზე,  ისე ქვეყნის რეპუტაციაზე ჩვენ საზღვრებს გარეთ. ამიტომ, ბუნებრივია ეს ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს.”

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ხორციელდება ზეწოლა სხვადასხვა ფორმით, რაც გამოიხატება მოსამართლეების თვალთვალსა და მუქარაში ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიმართ. მისივე თქმით, ის მზადაა, დეტალები აღნიშნულ ფაქტებზე მიაწოდოს ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.