ახალი ამბები

უცნობია, დაინტერესდება თუ არა პრემიერი გიორგი პაპუაშვილის განცხადებით

21 ივლისი, 2016 • 1341
უცნობია, დაინტერესდება თუ არა პრემიერი გიორგი პაპუაშვილის განცხადებით

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის წარმომადგენელი მანანა თოქმაჯიშვილი ამბობს, რომ თუ პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებით დაინტერესდება, შესაბამის განცხადებას გაავრცელებენ:

“ამ ეტაპზე არანაირი პასუხი მაქვს, არ ვიცი. პრემიერი წინასაარჩევნო კამპანიაშიa ჩართული, თითქმის ყოველდღე რეგიონებში დადის, ახლაც წასულია და ამიტომ არ მაქვს [ინფორმაცია]. ვერ გეტყვით, დაინტერესდება, თუ არა. ამგვარი ინტერესი თუ იქნება, აუცილებლად გავავრცელებთ განცხადებას,”- ამბობს თოქმაჯიშვილი.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ხორციელდება ზეწოლა სხვადასხვა ფორმით, რაც გამოიხატება მოსამართლეების თვალთვალსა და მუქარაში ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიმართ. მისივე თქმით, ის მზადაა, დეტალები აღნიშნულ ფაქტებზე მიაწოდოს ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი