ახალი ამბები

ევროკომისარი ფიქრობს, რომ მიმდინარე წელს თურქეთს EU-სთან უვიზო რეჟიმი ვერ ექნება

19 ივლისი, 2016 • 1215
ევროკომისარი ფიქრობს, რომ მიმდინარე წელს თურქეთს EU-სთან უვიზო რეჟიმი ვერ ექნება

ევროკომისარი გიუნტერ ოტინგერი ფიქრობს, რომ ევროკავშირი წლის ბოლომდე თურქეთთან სავიზო რეჟიმს გააუქმებს. ამის შესახებ ინფორმაციას როიტერი ავრცელებს.

 

“კანონპროექტი (თურქეთის მოქალაქეებისათვი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ) ამჟამად ევროპარლამენტში განიხილება, მაგრამ მე არ ვპროგნოზირებ, რომ უვიზო რეჟიმზე რეგულაცია წლის ბოლომდე გვექნება”, – განაცხადა ევროკომისარმა ეკონომიკის მიმართულებით.

როიტერის ცნობით, ოტინგერმა ასევე თქვა, რომ თურქეთმა უნდა უპასუხოს ევროკავშირის შეშფოთებას კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით და დაამატა: “ამ მომენტში ეს არ ჩანს”.

ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში კომისარ იოჰანეს ჰანის განცხადებით, თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ დაწყებული დაკავებების სერია ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ქვეყნის ხელისუფლებას წინასწარ ჰქონდა განსაზღვრული სია, თუ ვინ უნდა დაეკავებინათ. განცხადების შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო “როიტერი” ავრცელებს.

“ისე ჩანს, თითქოს რაღაც წინასწარი იყო მომზადებული. სიები არსებობდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ისინი გამზადებული იყო, რომ რაღაც დროს ყოფილიყო გამოყენებული,” – აცხადებს კომისარი – “შეშფოთებული ვარ. ეს სწორედ ისაა, რისიც გვეშინოდა” – აღნიშნა ჰანმა.

თურქეთის იუსტიციის მინისტრის, ბეკირ ბოზდაგის განცხადებით, ამ დროისათვის 6000 სამხედრო პირი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობის ბრალდებით უკვე დააკავეს. დაკავებული თანამედებობიდან გაათავისუფლეს ასევე 2700-მდე მოსამართლე და პროკურორი.

15 ივლისს, გვიან ღამით, თურქეთში შეიარაღებული სამხედრო გადატრიალების მცდელობა დაიწყო.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი