ახალი ამბები

სტამბულში შიშლის რაიონის მერს თავში ესროლეს

18 ივლისი, 2016 • 1735
სტამბულში შიშლის რაიონის მერს თავში ესროლეს

თურქული მედიასაშუალება NTV-ის ინფორმაციით, სტამბულის ერთ-ერთი რაონის, შიშლის მერს, ქემალ ქანდასს დღეს საკუთარ ოფისში შეიარაღებულმა პირმა თავში ესროლა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ამის შესახებ ცნობას “ტელეგრაფი” ავრცელებს.

რაიონს თურქეთში ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, რესპუბლიკური პარტია მართავს. თურქულმა ოპოზიციურმა პარტიებმა მკაცრად დაგმეს მომხდარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი