ახალი ამბები

ჰანი: როგორც ჩანს, თურქეთს წინასწარ ჰქონდა მომზადებული სიები, თუ ვინ უნდა დაეკავებინათ

18 ივლისი, 2016 • 1571
ჰანი: როგორც ჩანს, თურქეთს წინასწარ ჰქონდა მომზადებული სიები, თუ ვინ უნდა დაეკავებინათ

ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში კომისარ იოჰანეს ჰანის გნაცხადებით, თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ დაწყებული დაკავებების სერია ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ქვეყნის ხელისუფლებას წინასწარ ჰქონდა განსაზღვრული სია, თუ ვინ უნდა დაეკავებინათ. განცხადების შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო “როიტერი” ავრცელებს.

“ისე ჩანს, თითქოს რაღაც წინასწარი იყო მომზადებული. სიები არსებობდა, რაც მიუთითებს, რომ ისინი გამზადებული იყო, რომ რაღაც დროს ყოფილიყო გამოყენებული,” – აცხადებს კომისარი – “შეშფოთებული ვარ. ეს სწორედ ისაა, რისიც გვეშინოდა” – აღნიშნა ჰანმა.

თურქეთის იუსტიციის მინისტრის, ბეკირ ბოზდაგის განცხადებით, ამ დროისათვის 6000 სამხედრო პირი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობის ბრალდებით უკვე დააკავეს. დაკავებული თანამედებობიდან გაათავისუფლეს ასევე 2700-მდე მოსამართლე და პროკურორი.

15 ივნისს, გვიან ღამით, თურქეთში შეიარაღებული სამხედრო გადატრიალების მცდელობა დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი