“მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” თავმჯდომარემ, პაატა ბურჭულაძემ გორის რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. პარტიის სახელით გორში კენჭს შოთა წკრიალაშვილი იყრის, ხოლო რაიონში -მედეა აბაშიძე.
ასევე, გორის კულტურის სახლის წინ შეკრებილ ადგილობრივებს პაატა ბურჭულაძემ სიტყვით მიმართა და მათ პარტიის სამოქმედო გეგმა და პროგრამა გააცნო.