ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანი თურქეთში მიმდინარე მოვლენებს გმობს

16 ივლისი, 2016 • 1464
აზერბაიჯანი თურქეთში მიმდინარე მოვლენებს გმობს

“ჩვენ ყველანი, ისევე როგორც პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, მღელვარებით ვადევნებდით თვალს ამ პროცესებს. მთელი აზერბაიჯანი ღელავდა, ეს ბუნებრივია. ეს იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, რომელიც მიმართული იყო თურქი ხალხის ნებისა და არჩევანის წინააღმდეგ,- განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, ნოვრუზ მამედოვმა.

“აზერბაიჯანი ცალსახად გმობს მსგავს მცდელობებს და მათ მიუღებლად მიიჩნნევს. ყველამ იცის აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის, ორი მოძმე ხალხისა და ჩვენი სახელმწიფოების მეგობრული ურთიერთობების შესახებ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აზერბაიჯანი ყოველთვის თურქეთის გვერდითაა. თუმცა თურქეთი ის აღარ არის, რაც იყო, მსგავსი მცდელობები გადატრიალების არ შეიძლება რეალიზებული იყოს და საზოგადოება მათ მხარს არ დაუჭერს. თურქეთის სათავეში დღეს ხალხის მიერ დემოკრატიული გზით არჩეული პრეზიდენტი და მთავრობაა. ხალხი მხარს უჭერს მათ და მათ უკან დგას. ვფიქრობ, თურქეთის ისტორიაში ეს გადატრიალების ბოლო მცდელობაა”.

15 ივნისს, გვიან ღამით თურქეთში შეიარაღებული სამხედრო გადატრიალების მცდელობა დაიწყო. ანკარაში პარლამენტის შენობას რამდენჯერმე ესროლეს ბომბები, შეიარაღებულ შეტაკებებს ადგილი ჰქონდა სტამბულშიც. თუმცა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სიტუაცია უკვე მეტწილად ექვემდებარება კონტროლს. ბოლო მონაცემებით, აჯანყების შედეგად, დაღუპულია მინიმუმ 90 ადამიანი, დაშავებულია 1154 ადამიანი.

გაეცანით მოვლენათა ქრონოლოგიას.

მასალების გადაბეჭდვის წესი